„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 898
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.015
  • Word
898
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
190.040.000.22.033.014.015
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.015

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №898

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპურ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებით (სსმ III, 13.11.2009., №140, მუხ. 1616) დამტკიცებულ ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტის დებულებაში (დანართი №4) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპურ დებულებაში (დანართი №8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართი №4-ის მე-2 მუხლის ვ“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დანართი №8-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. რეგიონალური ხაზინები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის  უფროსის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებითა და წინამდებარე ტიპური დებულებით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება  ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი