დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 738 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 14/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №738
2005 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად , ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ო1 “ ქვეპუნქტი:
,,ო1) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა; “
2. მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,უ “ ქვეპუნქტი:
,,უ) სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო.“
3. 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,უ “ ქვეპუნქტი:
,,უ) სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას. “
4. ბრძანებულება ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები