დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 946 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 21/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №946
2005 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. მთავარი საჯარო თანამდებობა
საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი.“;
ბ) საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:
„მუხლი 501. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დეპარტამენტის უფროსი;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიის უფროსი;
დ) საკონსტიტუციო სასამართლოს განყოფილების უფროსი;
ე) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე;
ვ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს მდივნის და სასამართლოს წევრის თანაშემწე – აპარატის უფროსი;
ზ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლოს მდივნის და სასამართლოს წევრის თანაშემწე.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები