დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №224 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 629 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №629
2006 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №224 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №224 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №61, მუხ. 446) დამტკიცებულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭო იქმნება 7 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირები (საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომებზე. საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ ორ თვეში ერთხელ მაინც.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები