დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 16/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №687
2006 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობები
მუხლი 35. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე – დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 36. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამმართველოს უფროსი;
ბ) სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 37. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) სამსახურის უფროსი;
დ) სამსახურის უფროსის მოადგილე;
ე) სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანაშემწე;
ვ) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური;
ზ) ხომალდის მეთაური;
თ) უფროსი გამომძიებელი;
ი) უფროსი სპეციალისტი;
კ) უფროსი მესაზღვრე;
ლ) უზრუნველყოფის ბაზის უფროსი;
მ) წვრთნისა და გადამზადების ცენტრის უფროსი, მოადგილე;
ნ) სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაური, მოადგილე;
ო) მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, მოადგილე;
პ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი;
ჟ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სექტორის უფროსი.
მუხლი 38. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) რგოლის მეთაური;
ბ) დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე;
გ) გამომძიებელი;
დ) სპეციალისტი;
ე) მესაზღვრე;
ვ) სწრაფი რეაგირების რაზმის მოიერიშე ჯგუფის სექციის მეთაური;
ზ) სწრაფი რეაგირების რაზმის მოიერიშე ჯგუფის უფროსი;
თ) უფროსი იურისტი, იურისტი;
ი) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი;
კ) უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;
ლ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ცვლის უფროსი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები