შრომის უსაფრთხოება

ნათია ნაფეტვარიძე's picture

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის რამდენიმე მუხლი, რომელიც ვრცელდება როგორც შრომის კოდექსით ისე საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობებზე. კანონი უფლებას აძლევს ზედამხედველ ორგანოს ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დორს, შეამოწმოს ნებისმიერი სამუშაო სივრცე რამდენად პასუხობს შრომის უსაფრთხოების ნორმებს. ეს კანონი ასევე გავალდებულებთ გყავდეთ შორმის უსაფრთხოების სპეციალისტი დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით.

nTTwkrnu's picture

555

თორნიკე ქაშიბაძე's picture

კანონით გათვალისწინებული რომელიმე კანონქვემდებარე აქტი თუ არის უკვე გამოცემული? მე ვერაფერი ვნახე

ციყვი23's picture

ყოფილა, მინისტრის ბრძანება "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" . აი ლინკიც https://matsne.gov.ge/document/view/4348224?publication=0

თორნიკე ქაშიბაძე's picture

მადლობა

ციყვი23's picture

კიდევ ერთი აქტია - მთავრობის დადგენილება "მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე". https://matsne.gov.ge/document/view/4277596?publication=1

levanim's picture

მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულია:

დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. ამ პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე.
უბედური შემთხვევის დაზღვევის წესები და პროცედურები დგინდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ამ რეგულაციის შესახებ თუ არის მინისტრის ბრძანება გამოცემული?

ციყვი23's picture

მაგ სამუშაოების ჩამონათვალზე, ასევე, შემოწმების პირობებზე არის მინისტრის ბრძანებები, მაგრამ დაზღვევაზე ცალკე ვერც მე ვერ ვიპოვე.

თორნიკე ქაშიბაძე's picture

ესე იგი დავრეკე ერთ-ერთ აკრედიტებულ ორგანიზაციაში და მითხრეს ასეთი რამ რომ კურსი არის 130 საათიანი, კვირაში 5 დღე, 17:30 დან 21:30 მდე არის ტრენინგები. გრძელდება დაახლოებით თვენახევარი.
სერტიფიკატი გაიცემა ტრენინგის დასრულების შემდგომ დადგენილი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.
გამოცდას ჯერჯერობით ატარებს თავად აკრედიტებული ორგანიზაციები ხოლო უახლოეს მომავლაში იგეგმება რომ ერთი საგამოცდო ცენტრის შექმნა სადაც ჩაბარდება ყველა აკრედიტებული დაწესებულებაში გავლილი პროგრამა.
თვითონ კურსი ყველა სასწავლებელში არის იდენტური და დამტკციებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
კურსის ღირებულებაა 1250 ლარი, 15 ოქტომბრიდან იწყება სწავლა და ადგილები ყოფილა დარჩენილი.
ასე რომ ვისაც გაქვთ სურვილი მიაკითხეთ.
სერტიფიკატი არის 3 წლიანი მოქმედების, 3 წლის გასვლის შემდეგ გამოცდა უნდა ჩაბარდეს ახლიდან ტრენინგის გავლის გარეშე.

თორნიკე ქაშიბაძე's picture

პროგრამა კი არის იდენტური მაგრამ საფასური არის სხვადასხვა ამიტომ ალბათ შეიძლება უფრო დაბალფასიანი კურსის მონახვაც

jenifermitchel's picture

რა სერთიფიკატები მჭირდება სამსახურში, თუ მსურს ბინის ყიდვა საიტის საშუალებით https://korter.ge