ძალიან განსხვავებული და ახლებული ხედვის პროექტია. ბევრი ახალი რეგულაცია კარგად იმუშავებს ბიზნესის სასარგებლოდ. თუმცა თვალში მომხვდა ის, რომ არ ვრცელდება ინდ.მეწარმეებზე და ამ კუთხით საინტერესოა რა იგეგმება, აქამდე ინდ.მეწარმეებზე მაინც არსებობდა პროცედურის დაწყების შესაძლებლობა და ნელა-ნელა პრაქტიკაც ვითარდებოდა. კარგი იქნება თუ ფიზიკურ პირებზე ცალკე კანონი გვექნება და იქ შევლენ ინდ.მეწამრეები, რადგან პასუხისმგებლობა ერთიანია.
მე-4 მუხლში ხომ არ უნდა იყოს მოხსენიებული რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება ასევე რეგულირებული შეთანხმების დაწყებით, რადგან ეს ინსტიტუტი გადახდისუუნარობის წარმოების ნაირსახეობა გამოდის. გარდა ამისა, მოსალოდნელი გადახდისუუნარობა თავისი არსით გულისხმობს, რომ მოვალე არ არის ჯერ გადახდისუუნარო, ამიტომ მის მიმართ გაკოტრების რეჟიმი არ უნდა იწყებოდეს, არამედ მხოლოდ რეაბილიტაციის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელ გადახდისუუნარობაზე განაცხადის დაყენება მხოლოდ მოვალეს შეუძლია (რადგან საუბარია მოსალოდნელ ჯერ არ დამდგარ გადახდისუუნარობაზე და ამაზე ინფორმაცია შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ მოვალეს).
განჩინებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონშიც და ამ პროექტშიც ერთი და იგივე წესია დადგენილი: კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებას. თუმცა პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით დაბრკოლებებს ამ კუთხით, კერძოდ საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში და ა.შ. ითხოვენ ძალაში შესულ განჩინებას, რაც არასწორია, რადგან თუ გასაჩივრება არ აჩერებს მოქმედებას, მაშინ განჩინებით დადგენილი მოქმედებები უნდა განხორციელდეს მიუხევადა იმისა, გასაჩივრდა თუ არა განჩინება და ძალაში შესვლა არაფერ შუაშია. ამიტომ კარგი იქნება შემდგომშიც პრაქტიკაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონში ეს საკითხი უფრო მკაფიოდ თუ დარეგულირდება.
კარგი იქნება თუ მიეთიტება რომ 87-ე მუხლით ქონების ცალკე რეალიზაციის შემთვევაში რეალიზაცია მოხდება 105-ე მუხლის წესით, ამი მთლიანი მასისა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ინტერესები უფრო კარგად იქნება დაცული
მე-7 მუხლის მე-3-ის გ) და ე), ძალიან მკაცრია და აჩენს კრედიტორების ბოროტად მოქმედების შესაძლებლობებს. ასევე ამ შემთხვევებს უფრო სამართლიანად მოიცავს ვ).
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არ უნდა ეკისრებოდეს კომპენსაცია დამსაქმებელს, რადგან ის იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში, ამიტომ შრომის სამართლის კოდექსში შესატანია ცვლილება რომ არ წარმოიშვას ვალდებულება შრომის კოდექსის 37.1.ნ-ის ანალოგიით
88-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სასამართლომ უნდა განსაზღვროს მინიმალური საბაზრო ღირებულება. მიზანშეწონილია ჩასწორდეს ისე, რომ საბაზრო ღირებულება განსაზღვროს თავად მმართველმა შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენით.
82. მუხლის მე-6 პუნქტში წერია რომ "უზრუნველყოფილ კრედიტორს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების თაობაზე კენჭისყრაში ხმის უფლება არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მოვალესა და უზრუნველყოფილ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს. " ხოლო 83-ე მუხლი აწესებს სასამართლოს მიერ გეგმის დამტკიცებას თუ უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი კრედიტორების არ დაუჭერენ მხარს. ანუ გამოდის რომ გეგმით შეიძლება უზრუნველყოფილი კრედიტორებს შევუცვალოთ პირობები და არ გავატანოთ ქონება მათი თანხმობის გარეშე ისე რომ ვერ წაიღონ ქონება. ეს არასამართლიანად მიმაჩნია, რადგან: ა) უზრუნველყოფილი კრედიტორის იპოთეკის უფლება არასოდეს არ უნდა შეიზღუდოს რადგან ანტიკონსტიტუციურია;
ბ) მოვალეს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ბერკეტი, რათა დაითანხმოს უზრუნველყოფილი თუ მომეგებიან წინადადებას შესთავაზებს;
გ) თუ რეაბილიტაცია რეალურია, მაშინ რეალური უნდ აიყოს უზრუნველყოფილი კრედიტორის ჩანაცვლებაც, ანუ ახალი სესხის აღება, თუკი არსებული უზრუნველყოფილი კრედიტორი პრინციპულად არ თანხმდება მომგებიან შეთავაზებას.
38-ე მუხლის მე-5 ბ)-ში იგულისხმება თუ არა, რომ საბოლოო გადახდა არ უნდა შემცირდეს და რომ მხოლოდ პერიოდული გადახდების პროპორცია მცირდება? ჩემი აზრით ეს უფლება მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენებოდეს, უსასრულოდ რომ არ შეამციროს მმართველმა
მოვალის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოვალემ ნებისმიერ შემთხვევში უნდა გააფრთხილოს მსხვილი კრედიტრები და არა მხოლოდ გაკოტრების მოთხოვნისას, როგორც ეს 45-ეს მე-3-ის ი) ქვეპუნქტშია მოცემული
კრედიტორთა რეესტრის შესადგენად განსაზღვრული 60 დღიანი ვადა ძალიან დიდი მეჩვენება, 30 დღეს საკმარისი უნდა იყოს, რადგან მმართველი კრედიტორების განცხადებების საფუძველზე კი არ ადგენს რეესტრს, არამედ საქმეშ არსებული და მოვალის მიერ მიწოდებული ინფორლაციის საფუძველზე,
რამდენიმეგან მოხსენიებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (მუხლი 14, მუხლი 51) თუმცა ვერ ვნახე გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. ამავე დროს მაგალიტად მითიტებულია რომ უარის განჩინება უნდა გამოაქვეყნოს სასამართლომ (მუხლი 48.5)
მუხლი 47-ს ეწოდება დასაშვეებად ცნობა და პირველი პუნქტი გვაუწყებს რომ სასამართლო განიხილავს გადახდისუუნარობის განცხადებას დასაშვებად ცნობას, თუმცა მე-4 პუნქტში უკვე გამოაქვს განჩინება სგადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. თითქოს რაღაც აკლია, დასრულებულადარ აღიქმება. ალბათ უნდა იყოს განცხადება გადახდისუუნარობის საფუძველზე რეაბილიტაციის/გაკოტრების დაწყების თაობაზე
ეს კანონპროექტი დიდი სიახლეა ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში და ამისათვის დიდი მადლობა ყველას, ვინს შრომა გასწია. ხოლო შენიშვნის სახით რაც მინდა ვთქვა არის შემდეგი: პროექტის მიხედვით აუქციონის წესით ქონების გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. თუმცა შესაძლებელია რომ მმართველმა თავად ისარგებლოს ელექტორნული აუციონით. ეს მნიშვნელოვან ხარჯებს დაზოგავდა, რადგან ელექტორნული აუქციონის საფასური რადგან იურიდიული პირისათვის ელექტორნული აუქციონის ჩატარების საფასურია მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო 1% , მაშინ როცა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო (და არა სარეალიზაციო) ღირებულების 1%. მგონი არ იქნება ეს ცუდი აზრი.

უფრო სამართლიანი ხომ არ იქნება განცხადების დასაშვებად ცნობისას (48-ე მუხლი) ზეპრი მოსმენა იყოს სავალდებულო?