| Закон Грузии Об учреждении "Дня прав человека" | |
|---|---|
| Номер документа | 1201 |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 04/02/1998 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Парламентские ведомости, 8-9, 21/02/1998 |
| Регистрационный код | 010.330.000.05.001.000.315 |
„ადამიანის უფლებათა დღის“ დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
მხარს უჭერს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს,
აღიარებს, რომ სახელმწიფოს მოვალეობა – დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები – მისი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა,
ხელმძღვანელობს დემოკრატიის, ჰუმანურობის, სოციალური სამართლიანობის საერთო პრინციპებით და იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას, და
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წლისთავთან დაკავშირებით ადგენს:
1. 1998 წელი საქართველოში გამოცხადდეს ადამიანის უფლებათა წლად.
2. აღინიშნოს „ადამიანის უფლებათა დღე“ ყოველი წლის 10 დეკემბერს, როგორც სადღესასწაულო დღე.
3. 1998 წლის 10 დეკემბერი გამოცხადდეს უქმე დღედ.
4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 4 თებერვალი
№1201_ IIს
Вернуться назад
Комментарии к документу