დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.158.016167 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2014 - 20/10/2014)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.დ და დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები შემდეგი ოდენობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე -2650 ლარი; ბ)საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -1700 ლარი; გ)საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე -1350 ლარი; დ)საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე -1350 ლარი; ე) საკრებულოს აპარატი უფროსი -1000 ლარი; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე -790 ლარი; ზ)მთავარი სპეციალისტი -560 ლარი; თ)წამყვანი სპეციალისტი -520 ლარი; ი)უფროსი სპეციალისტი -470ლარი; კ)სპეციალისტი -400 ლარი; დამხმარე მოსამსახურე -520 ლარი.
2.განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები შემდეგი ოდენობით: ბ)გამგებლის პირველი მოადგილე -1300 ლარი; გ)გამგებლის მოადგილე -1300 ლარი; დ) გამგეობის სამსახურის უფროსი -1000 ლარი; ე)გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი -810 ლარი; ვ) გამგებლის თანაშემწე -790 ლარი;
ზ) გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში- 790 ლარი; |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილება (ვებგვერდი 24/10/2012 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.158.016098 |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები