„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 230/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016420
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
230/04
25/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
220090000.18.011.016420
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2019 - 01/05/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №230/04

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2015; ს/კ: 220090000.18.011.016159) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) რისკის პოზიცია – აქტივი ან/და გარესაბალანსო ელემენტი;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) რისკის პოზიციის ღირებულება – „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ლიმიტები ტრანზაქციებზე

1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულების საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის  5%-ს.

2. ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულების საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.

3. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ პირველადი კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე