“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ”

  • Word
“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 14/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.117.004.527
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
113
07/12/2000
სსმ, 117, 14/12/2000
010.320.010.11.117.004.527
“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/12/2000 - 15/03/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.117.004.527

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №113

2000 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის № 486 ბრძანებულებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის დასადგენად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა კადრების სამსახურის მოხელეებისათვის (დანართი 1);

ბ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საფინანსო სამსახურის მოხელეებისათვის (დანართი 2);

გ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა მატრიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მოხელეებისათვის (დანართი 3);

დ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა სამინისტროს კანცელარიის მოხელეებისათვის (დანართი 4);

ე) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ინფორმაციის დაცვის განყოფილების მოხეელებისათვის (დანართი 5);

ვ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მოხეელებისათვის (დანართი 6).

2. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატის უფროსს ბატონ ლევან ჭიჭინაძეს.

ზ. ნოღაიდელი

დანართი 1

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა კადრების სამსახურის მოხელეებისათვის

1. შრომის კანონმდებლობა. შრომის ხელშეკრულება. გამოთავისუფლებული მუშაკის დასაქმების უზრუნველყოფა. სამუშაო დრო. დასვენების დრო. შრომის ნორმები და სანარდო ფასდებები. გარანტია და კომპენსაცია. შრომის დისციპლინა. შრომის დაცვა. ქალის შრომა. ახალგაზრდობის შრომა. შეღავათები იმ მოხელეთათვის, რომლებიც მუშაობას უთავსებენ სწავლას. შრომითი დავა. შტატების შემცირებისა და დაწესებულების რეორგანიზაციის დროს კონკრეტულ მოხელეთა უპირატესი უფლებები. დაწესებულების შინაგანაწესი. საქმისწარმოება. ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები.

2. საკადრო საქმიანობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება. ადგილობრივი საფინანსო ორგანოების ტიპური დებულება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა. საშტატო განრიგი და მისი შედგენის წესი. მოხელეთა რიცხოვნობა და საშტატო რიცხოვნობა. თანანმდებობრივი სარგოები და სატარიფო განაკვეთები თანრიგების მიხედვით. პრემია და სოციალური დახმარებები.

საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლები. მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობა. საჯარო სამსახური და მისი სახეები. საჯარო მოსამსახურე და მისი სახეები. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება და მისი მოსამსახურეების შტატების დამტკიცების წესი. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზედაც არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები. მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები. საჯარო სამსახურში მიუღებლობის ძირითადი მოთხოვნები. მოხელეთა სამსახურში მიღების წესი. სამსახურის ვადა. მოხელის გამოსაცდელი ვადა. მოხელის თანანმდებობაზე დანიშვნის გაფორმება და გაუქმება. მოსამსახურის ფიცი. მოხელის თანანმდებობაზე კონკურსით და უკონკურსოდ დანიშვნის წესი. კონკურსის ორგანიზაცია. მოხელეთა რეზერვი. დანამატი ნამსახურები წლებისათვის. მოსამსახურის შვებულება. სხვა თანანმდებობაზე გადაყვანის წესი. მოსამსახურის საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და საპენსიო უზრუნველყოფა. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობანი. მოხელის შრომის ანაზღაურება არმყოფი მოხელის მოვალეობის დაკისრებისას. მოსამსახურის საქმიანობის შეზღუდვა და სამსახურებრივი შეუთავსებლობა. თანანმდებობათა რანგირება. მოხელეთა წახალისება. სამსახურებრივი დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოხელეთა ატესტაცია. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება და სამსახურიდან გათავისუფლება, თანამდებობების ჩამონათვალი ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა, რომელსაც ნიშნავს ფინანსთა სამინისტრო.

3. კომპიუტერზე მუშაობა.

დანართი 2

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საფინანსო სამსახურის მოხელეებისათვის

1. საბიუჯეტო საქმიანობა. საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთანუსხები. მათი არსი და მნიშვნელობა, სახეები. ხარჯთანუსხების შემოსავლები და ხარჯები, მათი დაგეგმვის პრინციპები და მეთოდები. საბიუჯეტო დაწესებულებათა სპეციალური შემოსავლები, მათი სახეები. ხარჯთანუსხებით ბიუჯეტში შენატანების განსაზღვრის წესი.

საბიუჯეტო დაწესებულებათა დაფინანსება სახაზინო მომსახურების პრინციპებზე. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაცია. შემოსავლებისა და ხარჯების განწერა. ხარჯვის ლიმიტების დადგენის წესი. საბიუჯეტო დაფინანსების საგეგმო მაჩვენებელში ცვლილებების შეტანისა და კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების უფლებამოსილებანი. საბიუჯეტო ასიგნებათა სეკვესტრის განხორციელების პირობები. გარდამავალი საბრუნავი საშუალებები, მათი განსაზღვრის, გამოყენებისა და შევსების წესი. სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი. სამსახურებრივი მივლინება.

საბიუჯეტო დაწესებულებათა საქმიანობის შესრულების შედეგების ანგარიშგება, ანგარიშგების ფორმები, პერიოდულობა და ვადები.

2. შრომის კანონმდებლობა. საშტატო რიცხოვნობა, თანამდებობრივი სარგოები და სატარიფო განაკვეთები თანრიგების მიხედვით. საჯარო სამსახური და მისი სახეები. საჯარო მოსამსახურე და მისი სახეები. საჯარო სამსახურში მიღების წესი. მოსამსახურის უფლებები და გარანტიები. ხელფასზე დანამატი ნამსახურები წლებისათვის. სამსახურებრივი მივლინების და მორიგი შვებულების ხარჯები. პრემია და დახმარება. დროებით შრომისუუნარიანობაზე დახმარების (საავადმყოფო ფურცელი) ხარჯები და ანაზღაურების წესი. სოციალური გადასახადების გამოანგარიშება და გადარიცხვის მოქმედი წესი. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობანი. სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა მოხელისათვის. მოხელეთა ატესტაცია. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება. სამსახურიდან გათავისუფლება. მოხელეთა რეზერვი.

3. ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები. ბუღალტრული აღრიცხვის არსი და მნიშვნელობა. სამეურნეო აღრიცხვის სახეები. აღრიცხვის ხერხები. ბუღალტრული ანგარიშები და ჩაწერა. აქტიურ-პასიური ანგარიშები. ბრუნვებისა და ნაშთების გამოყვანა ანგარიშებზე. ანგარიშთა კორესპონდენცია. მარტივი და რთული მუხლი. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის ბრუნვათა უწყისი. ურთიერთკავშირი ბალანსსა და ანგარიშებს შორის. ბუღალტრული ბალანსის სტრუქტურა. ანგარიშთა კლასიფიკაცია ეკონომიკური შინაარსის, სტრუქტურისა და დანიშნულების მიხედვით. პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია – დოკუმენტები, მათი რეკვიზიტები, შედგენისა და გაფორმების წესი. ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. შეცდომების გასწორების ხერხები. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, დებულება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ. მთავარი (უფროსი) ბუღალტრის უფლება-მოვალეობანი. სალაროს მეურნეობის ორგანიზაცია.

4. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვა. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოკლე დახასიათება. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა. მატერიალური მარაგების აღრიცხვა. ფულადი საშუალებების აღრიცხვა (ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულების ხარჯებისათვის, მიმდინარე ანგარიშები ადგილობრივი ბიუჯეტებით, სპეციალური შემოსავლების ანგარიშები). ბიუჯეტური ხარჯების სტრუქტურა (ფაქტობრივი ხარჯები, საკასო ხარჯები). ბიუჯეტური დაფინანსების სახეები. ბიუჯეტური ფონდების (ძირითადი საშუალებების, მცირეხელფასიანი საგნების, არამატერიალური აქტივების) აღრიცხვა. სპეციალური შემოსავლების აღრიცხვა. საბიუჯეტო დაწესებულებათა ანგარიშგების ფორმები, ანგარიშგების წარდგენის წესი. 

5. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. სტანდარტების არსი. სტანდარტების საერთაშორისო კომიტეტი. საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანაარსებობა. ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები. ძირითადი დაშვებები ფინანასური ანგარიშგების მომზადებისას (დარიცხვის მეთოდი, ფუნქციონირებადი საწარმო). ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები (აღქმადობა, შესაბამისობა, არსებითობა, საიმედობა, შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა, ნეიტრალურობა, წინდახედულობა, შესადარისობა). ფინანსური ანგარიშგების ელემენტები. სასაქონლო-მატერიალური მარაგები. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მისი დახასიათება.

6. კომპიუტერზე მუშაობა.

დანართი 3

ნაწილი XI. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მოხელეებისათვის

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლები. აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და მოქმედების დებულებები. სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და მათი შერჩევის გზები.

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების ლიმიტი და შენახვის ხარჯების განსაზღვრა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ზოგადი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებები: ღია ტენდერი, დახურული ტენდერი და ერთ პირთან მოლაპარაკება. ტენდერის ფორმის შერჩევის წესი. სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო ხელშეკრულება. საბაზრო და რეგულირებადი ფასები. სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება და კონტროლი.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, სარგებლობის, განკარგვისა და პრივატიზების წესი.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, მათ შესახებ წინადადებების წარმოდგენის, განხილვის, შერჩევის, ვადების, შეფასების კრიტერიუმების და დაფინანსების წესი.

2. ძირითადი და საბრუნავი საშუალებები. ძირითადი საშუალებები, მათი შეძენა, ექსპლუატაცია და რემონტი. ძირითადი საშუალებების საბალანსო და ნარჩენი ღირებულება, დროებითი კონსერვაცია, ამორტიზაცია. სასაქოლო-მატერიალური ფასეულობა, ფულადი საშუალებები მათზე ანგარიშსწორების ჩატარების წესი. საბრუნავი საშუალებები, მათი განსაზღვრისა და გამოყენების წესი.

ძირითადი საშუალებების და სასაქოლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია.

სახელმწიფო ქონების ფლობა, განკარგვა და ჩამოწერა.

3. ბიუჯეტთან ურთიერთობა. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი. მისი განაწილებისა და გამოყენების წესი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარა და საიჯარო ხელშეკრულება, საიჯარო ქირა და მისი გამოყენების წესი. სახელმწიფო შესყიდვის მოქმედი პრეფერენციული შეღავათი. სატენდერო მოსაკრებელი. საშემოსავლო, მოგებისა და სოციალური გადასახადები.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაფინანსების წყაროები და მათი მიზნობრივი გამოყენების წესი.

4. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვა. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დახასიათება. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა. ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგებისა და ფულადი საშუალებების აღრიცხვა. ფაქტობრივი და საკასო ხარჯები. ბიუჯეტური დაფინანსების სახეები. სპეციალური შემოსავლები, მათი სახეები, გამოყენების სფერო და ბუღალტრული აღრიცხვა. საბიუჯეტო დაწესებულების ანგარიშგება. სალაროს მეურნეობის ორგანიზაცია. მთავარი (უფროსი) ბუღალტრის უფლება-მოვალეობანი.

5. შრომის სამართალი. სამუშაოზე მიღებისა და დათხოვნის წესი. შრომითი ხელშეკრულება. შრომის სანარდო და დროის მიხედვით ანაზღაურება. თანამდებობრივი სარგო, სატარიფო განაკვეთი და მათი გამოყენების წესი. დროებით შრომისუუნარიანობის (საავადმყოფო ფურცელი) პირობებში დახმარების გაანგარიშება და მისი დაფინანსება.

6. კომპიუტერზე მუშაობა.

დანართი 4

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა სამინისტროს კანცელარიის მოხელეებისათვის

1. საქმისწარმოების ერთიანი წესები საქართველოს პრეზიდენტის 01.07.99 წ. ბრძანების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის (ფინანსთა სამინისტროს 20. 01. 2000 წ. №8 ბრძანება) ძირითადი ასპექტები და ზოგადი დახასიათება.

2. შემოსული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება. რეგისტრაციას დაუქვემდებარებელი კორესპონდეცია და მათი შემსრულებლებისათვის გადაცემის წესი.

3. შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და შემსრულებლებისათვის გადაცემა.

4. გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადებისა და გაფორმების შემოწმების წესი.

5. გასაგზავნი კორესპონდენციის ადრესატისათვის ხელზე ჩაბარების წესი.

6. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავებისა და დაგზავნის წესი. ნებისმიერი ინფორმაციის გაცემის აუცილებელი პირობა.

7. დოკუმენტთა ასლების დამზადებისა და დაგზავნის წესი.

8. საკანანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების რეგისტრაციის გამოყენების წესი.

9. დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი (ნომენკლატურა) და მისი გამოყენების წესი.

10. დოკუმენტების, მ.შ. საკონტროლო დავალებების რეგისტრაციის, შესრულებამდე დაყვანის, შესრულების მიმდინარეობის კონტროლის და შესრულების აღრიცხვის წესი.

11. დოკუმენტებზე სავალდებულო კონტროლის სფერო. შესრულების ვადები, ამ ვადების შეცვლისა და გაგრძელების წესი.

12. საქმეთა ნომენკლატურის შედგენის, დამტკიცების, საქმეთა გაფორმების და მათში დოკუმენტების დაჯგუფების წესი.

13. საუწყებო არქივში დოკუმენტების მომზადების, საქმეთა აღწერის გაფორმებისა და ჩაბარების წესი.

14. გერბიანი ბეჭდის დასასმელი დოკუმენტების ჩამონათვალი.

15. მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღების, რეგისტრაციის, შესრულების მიმდინარეობის კონტროლის წესი.

16. კომპიუტერზე მუშაობა.

დანართი 5

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ინფორმაციის დაცვის განყოფილების მოხელეებისათვის

1. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნება. ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს 29. 10. 96 წ. კანონში გამოყენებული ცნებების განმარტება. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოების მიკუთვნებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებანი. სახელმწიფო საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციასა და მის შემცველობაზე საკუთრების უფლების განხორციელება. სახელმწიფო საიდუმლოდ ინფორმაციის მიჩნევის და მისი დასაიდუმლოების ღონისძიებათა დაფინანსების წესი. ინფორმაციათა ძირითადი სახეობები, რომლებიც შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის წესი. ინფორმაციათა სახეობები, რომლებიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა და მათი დასაიდუმლოების წესი. საიდუმლოების ხარისხის დადაბლებისა და სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. ინფორმაციის დასაიდუმლოების ძირითადი პრინციპები. ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხი და გრიფი, მისი მინიჭების წესი. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა. ინფორმაციის დაუსაბუთებელი დასაიდუმლოების გასაჩივრების წესი. საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საფუძველი და წესი. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, იურიდიული და ფიზიკური პირების შეკითხვით მიმართვის უფლება ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გაცემა სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს, დაწესებულების მიერ.

2. სახელმწიფო საიდუმლოების ინფორმაციის დაცვა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებანი. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არსი და ძირითადი საორგანიზაციო-სამართლებრივი ღონისძიებები. სახელმწიფო საიდუმლო და მათი შენახვისადმი ერთიანი მოთხოვნები. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული დაწესებულების საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებისა და უარის თქმის წესი. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიღებაზე უარის თქმის გასაჩივრება. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების წესი. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა. სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვა.

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი. პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის.

3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის აღრიცხვა და საქმისწარმოება. საიდუმლო საქმისწარმოების ორგანოები. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი შემოსული, შინაგანი და გასული დოკუმენტების აღრიცხვის წესი დოკუმენტბრუნვის მოცულობის შესაბამისად. ამ დოკუმენტებზე რეზოლუციების წარწერის, მათი მიღებისა და დაბრუნების სავალდებულო წესი. საიდუმლო დოკუმენტების დაბეჭვდისა და აღრიცხვის წესი. თარგმნილი საიდუმლო დოკუმენტების აღრიცხვა. გასაგზავნი საიდუმლო დოკუმენტების შეფუთვის და ფელდკავშირის (სპეცკავშირის) მეშვეობით გაგზავნის წესი. საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების საქმეთა ნომენკლატურა, მათი სახეები, შედგენა, დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების საქმეში ჩაკერების, მათი მოცულობის და არქივში ჩაბარების წესი. მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია და მისი მოვალეობანი. დაწესებულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტებისა და საქმეების შემდგომი შენახვის ან სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემის წესი. საიდუმლო დოკუმენტების განადგურების წესი.

4. კომპიუტერზე მუშაობა.

დანართი 6

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მოხელეებისათვის

ფინანსური პოლიტიკა. ფინანსური სტატისტიკის არსი და დანიშნულება. ფინანსური სტატისტიკის ორგანიზაცია. ფინანსური სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა. ფინანსური სტატისტიკის დაკვირვების სფერო. ფინანსური, საბიუჯეტო და საგადასახადო სტატისტიკის როლი და მაჩვენებლების გაძლიერება. ფინანსური სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, დამუშავება, გადაცემა და შენახვა. სტატისტიკური ანგარიშების სახეები და შედგენის პერიოდულობა. სახელმწიფო ფინანსური სტატისტიკის მოცვის არეალი. სახელმწიფო სექტორის ორგანოები. ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციები და სპეციალური ფონდები. სახელმწიფო ბიუჯეტის და არასაბიუჯეტო ფონდების სტატისტიკა. ფასების და ინფორმაციის სტატისტიკა. საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა. სავალდებულო სტატისტიკა. სახელმწიფო ფინანსური სტატისტიკის კლასიფიკაცია. შემოსავლები და მიღებული ოფიციალური ტრანსფერტები (გრანტები) – ხარჯები, დაფინანსების წყაროები და ვალი. სახელმწიფო ფინანსური სტატისტიკის კავშირი ფულად-საბანკო სტატისტიკასთან, საგადასამხდელო სტატისტიკასთან და ეროვნულ ანგარიშთა სისტემასთან ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ინფორმაციის სახეები. ფინანსური სტატისტიკის მონაცემთა დამუშავების და წარდგენის პრობლემები. შემოსავლების და გასავლების კლასიფიკაცია. შემოსავლების და გასავლების კონსოლიდირება სხვადასხვა საბიუჯეტო დონეზე. სახელმწიფო მართვის სექტორი ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში.

კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა. ზოგადი წარმოდგენა კომპიუტერისა და პერიფერიის (სკანერი, პრინტერი, მოდემი და ა.შ.) მოწყობილობაზე. მათი ფუნქციები და გამოყენების სფერო. პროგრამა ”WINDOWS”-თან მუშაობის ჩვევები: ტექსტური, ცხრილური და მონაცემთა ბაზების დამუშავების პროგრამების სათანადო ცოდნა და მათი გამოყენება მუშაობის პროცესში, შესაბამისად (MS WORD, MS EXEL, MS ACCEI) პროგრამების გამოყენება სამომხმარებლო დონეზე.

მსოფლიო გლობალურ ქსელში INTERNET-ში მუშაობა. (მაგ. მუშაობის ჩვევები) ელექტრონული ფოსტის მიღება-გაგზავნა (MS OUTLOOCK, EXPRESS ან EUDORA) მეშვეობით.

ა) ტექსტურ რედაქტორთან მუშაობის ჩვევები (MS WORD) ითვალისწინებს არა მარტო ტექსტის აკრეფას, არამედ მის დამუშავებას (ფორმატირება, შრიფტების ცვლა, სურათების ჩასმა, გრაფიკებისა და გისტოგრამების აგებას);

ბ) ცხრილურ რედაქტორთა მუშაობის ჩვევები ითვალისწინებს საშუალო ცხრილის დამუშავებას, ცხრილის გაშიფვრას, გრაფიკის აგებას და ა.შ.;

გ) ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ითვალისწინებს დასმული ობიექტების მოძებნის სისტემას (მარტივად);

დ) ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ჩვევები ითვალისწინებს ელემენტარული შეტყობინების ერთ ან რამდენიმე ეგზემპლარად მიღება-გაგზავნას.

საზოგადოებასთან ურთიერთობა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა სახეები, სახელმწიფო და დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ინფორმაციის გავრცელების ფორმები. საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათი სახეები. ინფორმაციის საჯაროობა. კონფიდენციალობა. არასაიდუმლო ინფორმაცია. საზოგადოების აზრის კვლევა, კვლევის ფორმები, ფოკუს ჯგუფები, გამოკითხვის ფორმები, ღია და დახურული კითხვარები, რეიტინგები, კორელაციური ანალიზი, სააგიტაციო მასალა, სააგიტაციო ფორმები.