დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 282 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 05/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016390 |
|
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესში“ (www.matsne.gov.ge, 06/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს“. 2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოწმობის, აღიარების სერტიფიკატის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველი“. 3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „2. შენიშვნა: აღიარების სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარედგინება ამ წესის №15 დანართის შესაბამისად“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. პილოტ-კურსანტის მომზადების დამატებითი პირობები 1. პილოტ-კურსანტის მომზადების თეორიული სწავლება და გამოყენებული სახელმძღვანელო(ები) უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის №1 დანართის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამის საკითხებს. პილოტ-კურსანტი აღნიშნული სასწავლო სახელმძღვანელოთი უნდა უზრუნველყოს ფრენის ინსტრუქტორმა. 2. ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორი ვალდებულია, გააჩნდეს და აწარმოოს პილოტკურსანტის სწავლების პროგრესის ამსახველი დოკუმენტი და სწავლებისას გამოყენებული ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ფორმები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების შენახვა უნდა განხორციელდეს ფრენის ინსტრუქტორის მიერ საფრენოსნო შემოწმებების გავლის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში. დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით, ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მათ დაზიანებას, ცვლილებას და დაკარგვას“. 5. მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: მოწმობის მისაღებად სააგენტოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარედგინება ამ წესის №13 დანართის შესაბამისად“. 6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირის განცხადების საფუძველზე ამ წესის №14 დანართის შესაბამისად“. 7. დაემატოს №13-№15 დანართები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები