დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017625 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016524) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“. 2. მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“. 3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ამანათის მიღება-შემოწმება 1. დაწესებულებაში ამანათის მიღება ხორციელდება ამ მუხლითა და დებულების 39-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. დაწესებულებაში მიღებული ამანათის შემოწმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ამანათის მიმტანი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს; ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების (შემდგომ – №3 განყოფილება) შესაბამისი მოსამსახურე ახდენს ამანათის მიმტანი პირის გამოძახებას რიგითობის მიხედვით და ახორციელებს ამანათის მიმტანი და ამანათის მიმღები პირის იდენტიფიცირებას, განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას; გ) №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ამოწმებს დოკუმენტაციაში მითითებული ნივთების შესაბამისობას დაწესებულების დებულებით განსაზღვრული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს; დ) ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით; ე) თუ დაწესებულებაში არ არის რენტგენული დანადგარი, რენტგენში გამოჩნდა საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის თაობაზე, ამანათი იხსნება და მოწმდება ამანათის მიმტანი პირის (მისი არსებობის შემთხვევაში) სავალდებულო დასწრებით. ნივთები და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში. პირის მიერ დაწესებულებაში მედიკამენტის გაგზავნის შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით. 3. დაწესებულებაში ფოსტის მეშვეობით მიღებული ამანათი მოწმდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით. 4. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის მიმტანი პირის ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება. 5. №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, ამანათის მიმტანი პირის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს ამ პირს სპეციალური შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად. 6. ამანათის შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები. 7. ამანათში არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და აღმოჩენილ არანებადართულ ნივთთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათი უბრუნდება ამანათის მიმტან პირს, ხოლო ამანათის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნისას გამომგზავნ პირს მისივე ხარჯით, დაბრუნების მიზეზის მითითებით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამანათი შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. 8. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება როგორც №3 განყოფილების უფროსს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და ამავე მთავარი სამმართველოს უფროსს, ისე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 9. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №3 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამანათის მიმტანი პირის მიერ დაწესებულების დატოვების თავიდან ასაცილებლად. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით. 11. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა. 12. ამანათის შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №13). 13. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარისა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში გაგზავნილი ნებისმიერი ამანათი, მათ შორის, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი კორესპონდენცია. 14. ამანათის შემოწმების შემდეგ ამანათი ილუქება №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ხდება მისი გადატანა შესაბამისი სპეციალური საკნის ტერიტორიაზე, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადასაცემად. ამანათი იხსნება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო დასწრებით. 15. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას. 16. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამანათით მიღებულ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.“. 3. 39-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს №3 განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამანათის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი და მისი მიმტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა №3 განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამანათის მიღების შემდეგ №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უბრუნებს ამანათის მიმტან პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.“; დ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დებულებას დაემატოს თანდართული შინაარსის №13 დანართი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები