დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016598 |
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ დანართების შესაბამისად (დანართი №1 და დანართი №2)
|
| მუხლი 2 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში( www.matsne.gov.ge. 25.12.2024 წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016571).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა
|
მუხლი 1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“) განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობასა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2026 წლის განმავლობაში. |
მუხლი 2.
სოციალური დახმარების ქვეპროგრამები და ბენეფიციარები |
1. სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა (რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; ბ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება; გ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქის, სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება; დ) რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსების მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება; ე) გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური ფულადი დახმარება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ერთჯერადი ფულადი დახმარება; ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება; თ) ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე ერთჯერადი ფულადი დახმარება; ი) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება; კ) საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქის ერთჯერადი ფულადი დახმარება; ლ) აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანი ბავშვიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება; მ) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება; ნ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველთა ფულადი დახმარება; ო) სოციალურად დაუცველი ოჯახების, გათბობის ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარება; პ) ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს სათნოების სახლის“ უმწეოთა და უპოვართა უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; ჟ) ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება; რ) პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება; ს) მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ფულადი დახმარება; ტ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის საჩუქრის (ელექტროტექნიკა, ავეჯი, ტკბილეული და სხვა) გადაცემა; უ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის თავშესაფარში უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 2. სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან: ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი ბავშვი; გ) ობოლი და მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი ბავშვი; დ) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი), რომელსაც ჰყავს ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ასაკის ბავშვი(ები); ე) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი), რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ასაკის ბავშვი(ები); ვ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვ(ებ)იი; ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახი; თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; ი) დევნილთა ოჯახი, რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; კ) მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი მისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად; ლ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახი; მ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახი (იგულისხმება მეომარი შესაბამისი კოდით: 100 - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 300, 312 - აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ომის მონაწილე (1990-1993 წ.); 800, 812 – 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე); ნ) 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე; ო) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; პ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე; ჟ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი; რ) აუტისტური სპექტრისა (კოდი: 84.0 – 84.9) და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანი ბავშვი; ს) რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირი; ტ) გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვი; უ) მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; ფ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურისა მიერ გამოვლენილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახი; ქ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი (ასაკით პენსიონერი, მკვეთრი, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები და სხვა). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა „ზ“; „თ“; „ი“; „მ“; „ნ“; „ო“; „პ“; „რ“; „ს“; „ტ“; „უ“ „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებისა, სოციალური დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი
|
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 1 406 000 (ერთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი.
|
მუხლი 4.
სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა (რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.
სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობელი, მინდობილი პირი, მხარდამჭერი, მეურვე, მარჩენალდაკარგული ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონით გათვალისწინებული პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ქსეროასლი; ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ქსეროასლი(ები); ვ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირი, შეზღუდული შესაძლებლობის არასრულწლოვან ბავშვი, მარტოხელა მშობელი, მრავალშვილიანი მშობელი, ვეტერანის მოწმობა, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი) ქსეროასლი; ზ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან. ცნობა არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახებს; თ) სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ი) შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; კ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ. 2. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლისა და ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლები; გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს); ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფის შესახებ; ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან; ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; თ) ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის (ავარიულობის) შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, რომელსაც ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. 3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქის, სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსების მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა,18 წლამდე ასაკის შშმ პირის რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსების შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ვ) ცნობა მომსახურე კლინიკიდან/ცენტრიდან სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების შესახებ; ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); თ) ცნობა, გაცემული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონული ცენტრიდან, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართულობის (ჩართვის) შესახებ; ი) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 5. გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 6. მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლები; გ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან. ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების შესახებ. 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) სტატუსის ან საბრძოლო მოქმედების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 8. ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი; დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად); ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 10. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლები. გ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 11. აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანი ბავშვიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის (განმცხადებლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 12. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლების ან მარტოხელა მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ქსეროასლი; დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 13. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველთა ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ამონაწერი-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ფინანსური დოკუმენტი (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა), რომელებიც შეიძლება იყოს როგორც ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ფოსტა - dedoplistskaro_region@yahoo.com), ასევე ხელზე წარმოდგენილი დედნების სახით; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ცნობა მოსახლეობის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ვ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ე. წ. „მიმართვა“ (თანადაფინანსების შემთხვევაში) ან წერილობითი დოკუმენტი (თანადაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ), გარდა მწვავე-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა; ზ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას. თ) ცნობა ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრიდან იმ 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრავმირების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ცენტრის ბაზაზე არსებულ სპორტულ წრეებზე და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს (აქტთან ერთად); ი) ცნობა ხანდაზმულთა პანსიონატიდან ან შშმ პირთა სათემო ორგანიზაციიდან ან სხვა სპეციალური დაწესებულებიდან ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში ბინადრობის შესახებ; კ) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კახეთის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში ან სხვა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარების შესახებ); 14. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან (რომელსაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია) ორივე სემესტრის (2025 წ. შემოდგომისა და 2026 წ. გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.; 15. სოციალური საფრთხის წინაშე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის თავშესაფარში უზრუნველსაყოფად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაინტერესებული მხარის მომართვა მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი: გ) თავშესაფრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების ოდენობა |
1. მკვეთრად
გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
მქონე
პირთა
ოჯახის
სოციალური
დახმარების
ოდენობა
შეადგენს
18 (თვრამეტი
) ლარს
, ყოველთვიურად
მოხმარებული
ელექტროენერგიის
ან
ბუნებრივი
აირის
ღირებულების
დასაფარად
ბენეფიციარის
არჩევანის
შესაბამისად
;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა ერთი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში შეადგენს 18 (თვრამეტი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში შეადგენს 22 (ოცდაორი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 5. მარტოხელა მშობელზე , სოციალური დახმარების ოდენობა ერთი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში შეადგენს 18 (თვრამეტი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 6. მარტოხელა მშობელზე , სოციალური დახმარების ოდენობა ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში შეადგენს 22 (ოცდაორი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 7. მრავალშვილიანი ოჯახის , რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ (ებ )ი ) და მათგან ერთი არის არასრულწლოვანი , სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 8. მრავალშვილიანი ოჯახი , რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ (ებ )ი ) და მათგან ორი ან სამი არის არასრულწლოვანი , სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 22 (ოცდაორი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ) სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ) სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი ) ლარს , ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად ; 11. ხანძრით , მიწისძვრით , ბუნებრივი კატასტროფით , სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული , უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 210.53 (ორას ათი ლარი 53 თეთრი ) ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ; 12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქის , სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად , ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით , სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 200 (ორასი ) ლარს ყოველთვიურად ; 13. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახის ერთჯერადი სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი ) ლარს ; 14. რეაბილიტაცია /აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსების მიზნით სოციალური დახმარების ოდენობაა : ა ) ქ . თბილისსა და სხვა ქალაქებში მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკებსა და ცენტრებში გადასაადგილებლად 200 (ორასი ) ლარი ყოველთვიურად ; ბ ) ქ . დედოფლისწყაროში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში გადასაადგილებლად ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან (ქ . დედოფლისწყარო , სამრეკლო , ხორნაბუჯი , ჭოეთი (ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული ), თავწყარო (ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული ), გამარჯვება ) – 50 (ორმოცდაათი ) ლარი ყოველთვიურად ; გ ) სოფლებიდან (ზემო მაჩხაანი , არბოშიკი , მირზაანი , ოზაანი , ზემო ქედი , არხილოსკალო , ქვემო ქედი , სამთაწყარო , ფიროსმანი , საბათლო ) ქ . დედოფლისწყაროში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრამდე გადასაადგილებლად - 100 (ასი ) ლარი ყოველთვიურად . 15. გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით “ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 150 (ას ორმოცდაათი ) ლარს . 16. მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი , მათ შორის გერი შვილ (ებ )ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი ) თითოეულ ბავშვზე , ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 200 (ორასი ) ლარს ერთჯერადად ; 17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ) ოჯახზე სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 2000 (ორი ათასი ) ლარს ერთჯერადად ; 18. ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი ) ლარს ერთჯერადად ; 19. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 300 (სამასი ) ლარს ერთჯერადად ; 20. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით , 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 1000 (ერთი ათასი ) ლარს ; 21. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით , ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახებზე (სადაც ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ) ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს : ა ) პირველი ან /და მეორე შვილის შეძენისას - 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით ; ბ ) მესამე შვილის შეძენისას - 700 (შვიდასი ) ლარის ოდენობით ; გ ) მეოთხე და შემდგომი შვილის შეძენისას - 1000 (ერთი ათასი ) ლარის ოდენობით . 22. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების (ყველა საგანში 91 დან - 100 ქულამდე ან /და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 ქულიდან ზემოთ ) წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 ( ერთი ათასი ) ლარს ; 23. სოციალური საფრთხის წინაშე , განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის თავშესაფარში უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება ასაკით პენსიონერების შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 930 (ცხრაას ოცდაათი ) ლარს , ხოლო შშმ პირების შემთხვევაში არაუმეტეს 1085 (ერთი ათას ოთხმოცდახუთი ) ლარს , მომართვის შესაბამისად .
|
მუხლი 6.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების თანხის ოდენობა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
|
1. 2025 წლის
განმავლობაში
სოციალური
დახმარების
კომისია
გადაწყვეტილებას
იღებს
მწვავე
სტაციონარული
მკურნალობის
დაფინანსების
ან
თანადაფინანსების
, გეგმიური
სტაციონარული
მკურნალობის
დაფინანსების
ან
თანადაფინანსების
, მაგნიტურ
- რეზონანსული
, კომპიუტერული
ტომოგრაფიისა
და
სხვა
ძვირადღირებული
კვლევის
ან
სამედიცინო
მანიპულაციის
(ექიმის
დანიშნულებით
, მკურნალობის
შემდგომი
ტაქტიკის
განსაზღვრის
მიზნით
) დაფინანსების
ან
თანადაფინანსების
შესახებ
:
ა ) გეგმიური , მწვავე , სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად , ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი , კალკულაცია ან სხვა ) მითითებული თანხის პროპორციულად : 300 (სამასი ) ლარამდე _ გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 (სამასი ) ლარიდან ზევით _ 300 (სამასი ) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი ) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა ; ბ ) მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად , ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი , კალკულაცია ან სხვა ) მითითებული თანხის პროპორციულად : 300 (სამასი ) ლარამდე _ გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 (სამასი ) ლარიდან ზევით - 300 (სამასი ) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი )ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი )ლარისა ; გ ) სხვა ძვირადღირებული კვლევის ან სამედიცინო მანიპულაციის (რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენს 200 (ორასი ) ლარს და მეტს ) დაფინანსება ან თანადაფინანსება , მოხდება ერთჯერადად ფაქტობრივად ჩატარებული მომსახურების შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი , კალკულაცია ან სხვა ) მითითებული თანხის პროპორციულად : 200 (ორასი )- დან 300 (სამასი ) ლარამდე - გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 (სამასი ) ლარიდან ზევით - 300 (სამასი ) ლარს დამატებული 301(სამას ერთი ) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა ; დ ) უკვე ჩატარებული მწვავე , გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად , ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი , კალკულაცია ან სხვა ) მითითებული თანხის პროპორციულად : 300 (სამასი ) ლარამდე - გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 (სამასი ) ლარიდან ზევით - 300 (სამასი ) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი ) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი )ლარისა ; ამ შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება , შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი , რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას . ამ ტიპის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის გაწერიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში ; ე ) 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრავმირებისას , სპორტულ ვარჯიშზე , შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გეგმიური , მწვავე , სტაციონარული მკურნალობა , მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია და 100 (ასი ) ლარზე მეტი ღირებულების კვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი , კალკულაცია ან სხვა ) მითითებული თანხის პროპორციულად : 300 (სამასი ) ლარამდე - გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 (სამასი ) ლარიდან ზევით - 300 (სამასი ) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი ) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარისა . ვ ) ხანდაზმულთა პანსიონატში , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის გეგმიური , მწვავე და უკვე ჩატარებული მწვავე , გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად , არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარისა . 2. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ) მომართვისას 0-დან 6 წლის ასაკის ბავშვებისა , გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით “ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების , ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და ხანდაზმულთა პანსიონატში , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა “ „ბ “ „გ “ „დ “ და „ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროპორციების გათვალისწინების გარეშე ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად , არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარისა ; 3. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება მოხდება 1000 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე (საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან მრავალჯერადად ლიმიტის ამოწურვამდე ). 4. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები . აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება ონკოლოგიური პაციენტების , 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების , გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით “ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების , სპორტულ ვარჯიშზე , შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის , ხანდაზმულთა პანსიონატში , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის შემთხვევაში . 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (18 წლამდე ასაკის შშმ პირები , მკვეთრად , მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ), ასაკით პენსიონერებისა და 6-18 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მაგნიტურ - რეზონანსული , კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა ძვირადღირებული (რომლის ერთეულის ღირებულებაც შედგენს 200 ლარს და მეტს ) კვლევის დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად , ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე , ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი , კალკულაცია ან სხვა ) მითითებული თანხის შესაბამისად არაუმეტეს 300 ლარისა . 6. გეგმიური , მწვავე სტაციონარული მკურნალობა და ამბოლატორიული კვლევები (მაგნიტურ - რეზონანსული , კომპიუტერული ტომოგრაფიული და სხვა ძვირადღირებული კვლევა ან სამედიცინო მანიპულაცია ) არ დაფინანსდება ან არ თანადაფინანსდება თუ : ა ) მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვევო სქემებში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა , 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და იმ შემთხვევისა , რომელსაც არ აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია ); ბ ) მოქალაქეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან იმშობიარა ფიზიოლოგიურად ; გ ) ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ; დ ) მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში , რომლიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში , გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების , ონკოლოგიური პაციენტებისა და გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით “ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა . ე ) თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში არ არის რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან მისი სარეიტინგო ქულა 150 000 - ზე მეტია , გარდა ონკოლოგიური პაციენტების , 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების , გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით “ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების , სპორტულ ვარჯიშზე , შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენების , ხოლო მხოლოდ ამბულატორიული კვლევების შემთხვევაში - გარდა შშმ პირების (18 წლამდე ასაკის შშმ პირები , მკვეთრად , მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ), ასაკით პენსიონერებისა და 6-18 წლამდე ბავშვებისა . ვ ) განმეორებით (ერთ წლის განმავლობაში მეორედ ) მომართვისას , გარდა ონკოლოგიური პაციენტების , 0-6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და სპორტულ ღონისძიებაზე ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით “ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა . ზ ) საზღვარგარეთ მკურნალობა , სქესობრივი გზით გადამდები დაავადება , უშვილობის მკურნალობა ; თ ) ესთეტიური ქირურგია , კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული , სამედიცინო მასაჟი , სანატორიულ -კურორტული , სტომატოლოგიური მკურნალობა ; ი ) ორგანოთა ტრანსპლანტაცია და ეგზოპროტეზირების ხარჯი ; კ ) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მოქალაქის მიერ გადახდილი თანხის ან გარდაცვალების შემთხვევაში ;
7. გეგმიური , მწვავე სტაციონარული მკურნალობისა და ამბოლატორიული კვლევების შემთხვევაში , პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით (ვადა აითვლება შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ) გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება .
8. სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით : ა ) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ; ბ ) კომისიას ჰყავს თავმჯდომარე , მოადგილე და მდივანი . გ ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე ; დ ) კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია ; ე ) კომისიის მდივანი აფორმებს კომისიის სხდომის ოქმს ; ვ ) კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება ; ზ ) კომისიის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება სიით შემადგენლობის უმრავლესობა ; თ ) კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში , გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა . ი ) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი . თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი , რომელიც ერთვის ოქმს . კ ) კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით . |
მუხლი 7.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი
|
1. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი ბენეფიციართა ოჯახებზე : ა ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ) ოჯახი ; ბ ) დევნილთა ოჯახი , რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ; გ ) მრავალშვილიანი ოჯახი , რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილი ) და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი ; დ ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი ; ე ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი ; ვ ) მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა ) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი ) და ასაკით პენსიონერი ), რომელსაც არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი მისი საცხოვებელი ადგილის მიუხედავად ; ზ ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი , რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი (ები ); თ ) მარტოხელა მშობელი , რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (ები ); ი ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი , რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და არ მიეკუთვნება მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა “ „ბ “ „გ “ „დ “ „ე “ „ვ “ „ზ “ „თ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს , მაგრამ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრი . 2. მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ “ ; „დ “; „ე “; „ვ “; „ზ “; „თ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებზე გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია .
3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა ) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი , ნათესავი , ახლობელი , ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი ); ბ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან (საჭიროების შემთხვევაში ); დ ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (იგულისხმება : მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის , მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის , შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის , მრავალშვილიანი მშობლისა და მარტოხელა მშობლის სტატუსები , ასევე დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი ); ე ) მარტოხელა პენსიონერის შემთხვევაში მერის წარმომადგენლის ცნობა ; ვ ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ; ზ ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის სარეკომენდაციო ხასიათის ცნობა მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის ). 4. გათბობის ხარჯით უზრუნველსაყოფის მიზნით სოციალური დახმარების ოდენობა , თითოეულ ბენეფიციარზე შეადგენს 100 ლარს . 5. მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა “ „ბ “ „გ “ „დ “ „ე “ „ვ “ „ზ “ „თ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიათა განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს 2026 წლის 16 თებერვალი , ხოლო მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის - 2026 წლის 16 მარტი . ბრძანებების გამოცემის პერიოდულობა განისაზღვროს საჭიროებისამებრ 2026 წლის 23 მარტამდე .
|
მუხლი 8.
პროგრამების განხორციელების მექანიზმი |
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება, გამოიყოფა და გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის მე-5 მუხლის 1-10 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად განსაზღვრული სოციალური დახმარება - 18 ან 22 ლარი, 2026 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. ბ) მე-5 მუხლის 11-ე პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება განცხადების წარმოდგენის დღიდან და გაიცემა მხარეთა მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან წელიწადში ერთხელ გადამოწმების საფუძველზე; გ) მე-5 მუხლის 12-ე პუნქტით გათვალისწინებული ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარი, დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. დ) მე-5 მუხლის 14-ე პუნქტით გათვალისწინებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველთვიური სოციალური დახმარება 50, 100 ან 200 ლარი დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. აღნიშნული სოციალური დახმარების გაცემა მოხდება რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსზე დასწრების შესაბამისად, მომსახურე ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე. ე) მე-5 მუხლის 15-ე პუნქტით გათვალისწინებული გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური სოციალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. ვ) მე-5 მუხლის 16-ე პუნქტით გათვალისწინებული მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულ ბავშვზე, 200 (ორასი) ლარი, გაიცემა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით (ბაღისა და სასკოლო ნივთების ან/და ტანსაცმლის შესაძენად) და განცხადებების მიღება მოხდება 2026 წლის 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე. 2. მე-5 მუხლის მე-22 პუნქტით გათვალისწინებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების - 1000 (ერთი ათასი) ლარის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 დეკემბერი; 3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის, სხვა და სხვა დღესასწაულთან დაკავშირებით, საჩუქრის (ელექტროტექნიკა, ავეჯი, ტკბილეული და სხვა) შეძენა მოხდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მოხსენებითი ბარათისა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შეძენილი საჩუქრების გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 4. მე-5 მუხლის მე-23 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური საფრთხის წინაშე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის თავშესაფარში უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება, პენსიონერების შემთხვევაში არაუმეტეს 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარი, შშმ პირების შემთხვევაში არაუმეტეს 1085 (ერთი ათას ოთხმოცდახუთი) ლარი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში არაუმეტეს 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარი გაიცემა ერთი თვის განმავლობაში, სანამ თავშესაფრის მაძიებელი ბენეფიციარი მოიპოვებს დაფინანსებას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან. 5. წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 6. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოქალაქის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარი თანხა ჩაირიცხება სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი თანხა ჩაირიცხება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საბანკო ანგარიშზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად, ეს პირობა ვრცელდება ამ პროგრამის მე-5 მუხლის 1-10 პუნქტებზე; 7. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში თანხა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. 8. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის მერიის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება, გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, ფაქტობრივად ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ინვოისის, კალკულაციის ან სხვა ფინანსური დოკუმენტისა და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფორმა № IV - 100/ა) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება. 9. ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს სათნოების სახლში“ უმწეოთა და უპოვართა უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, ხოლო ამ ობიექტში ჩართვა მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 10. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურების დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 11. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. ოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 12. მიმდინარე წლის შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს მომდევნო წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში. 13. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში დედოფლისწყაროს იუსტიციის სახლიდან წარმოდგენილი იქნას საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ.
|
მუხლი 9.
პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები |
პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: საორგანიზაციო ნაწილში - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
მუხლი 10.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადაა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
დანართი №2
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები