„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016598
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
23/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
010250000.35.139.016598
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2026 - 23/01/2026)

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2026 წლის 23 იანვარი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016590, 29/12/2025) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის:  

ა) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგულები;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მარტოხელა მშობლებისა და მარჩენალდაკარგულების დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგულები (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი/შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე).

2. მარტოხელა მშობლებს „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. მარტოხელა მშობელს გაეწიოს ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

4. მარჩენალდაკარგულს/ებს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

5. განხორციელდეს მარტოხელა მშობლის თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას ყოველთვიურად წლის განმავლობაში შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 50  (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

6. მარტოხელა  მშობლებს „დედის დღის“ დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

7. მარჩენალდაკარგულს „ბავშვთა საერთაშორისო  დღესთან“  დაკავშირებით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

8. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.

9. მარჩენალდაკარგულის დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მარჩენალის (მშობლის/მშობლების) გარდაცვალების მოწმობა;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“.

გ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებს, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირებს (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ობლებს, მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე  დიალიზიან პაციენტებს, საპენსიო ასაკის პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს   გაეწიოთ სრული დაფინანსება წელიწადში ორჯერ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის, ხოლო 18 წლამდე შშმ პირებს გაეწიოთ დაფინანსება 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სამედიცინო კვლევის, კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისა და სარეაბილიტაციო მომსახურებისათვის“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ფერაძე