სიახლეები

Date: 10/10/2023

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმში (EFOG).

ფორუმს  მასპინძლობდა გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს ფორუმზე წარმოადგენდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების თანამედროვე გამოწვევებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის კანონმდებლობა. განხილულ იქნა აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე მათი ხარისხი და სანდოობა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ელექტრონული ჩართულობა უკეთესი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. თუმცა აქვე ხაზი გაესვა რისკებსაც, რომლებიც დაკავშირებულია სოციალური მედიის გავლენასთან.

განხილულ იქნა ასევე სამართალშემოქმედებითი პროცესის გამარტივების შესაძლებლობები დიგიტალიზაციის გზით გერმანიის ფედერაციისა და საფრანგეთის მაგალითებზე.

ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმი ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების 40-მდე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს აერთიანებს. ფორუმი 2004 წელს შეიქმნა და უკვე 2005 წლიდან მასში მონაწილეობას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც იღებენ, რაც შესაბამისი დარგობრივი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ევროპულ ფორუმს (EFOG) ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით 2023 წელს შეუერთდა.

Date: 29/08/2023

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ახალი თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობა უკვე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.

 

თვითმომსახურების აპარატის მეშვეობით საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური პროდუქციის მიღება მარტივად, ახლა უკვე ელექტრონული გადახდის სისტემით თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. გარდა ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქციისა, თვითმომსახურების აპარატით შესაძლებელია ნორმატიული აქტების ინგლისურენოვანი ვერსიების მიღებაც. კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსა და საკანონმდებლო მაცნეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

ამჟამად საკანონმდებლო მაცნეს თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი; შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტი; დავით აღმაშენებლის ხეივანი №64, თბილისის საქალაქო სასამართლო; ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, თბილისის იუსტიციის სახლი; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №7, ბათუმის იუსტიციის სახლი.

Date: 06/04/2023
უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი კანონმდებლობის ვებგვერდზე განთავსებასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის.
 
საკანონმდებლო მაცნეს ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი.
 
სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრი" ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას ქართულ ენასთან ერთად უფასოდ შეისწავლის.
 
მარნეულის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, საკანონდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია უძღვებოდნენ. მათ მოსახლეობისგან სხვა საჭიროებების თაობაზეც მიიღეს ინფორმაცია.
 
აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა პროექტებსა და სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს.
 
 
Date: 14/09/2022

საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ფარგლებში თსუ-ს მეორე კორპუსში საკანონმდებლო მაცნეს თვითმომსახურების აპარატი განთავსდა.

სიახლე სტუდენტებსა და საკანონმდებლო აქტებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად, უნივერსიტეტის შენობიდან გაუსვლელად, შეიძინონ საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური გამოცემები.

საუნივერსიტეტო წრეებთან აქტიური თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე მოქმედებს საქართველოში ავტორიზებულ არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

მაცნეს თვითმომსახურების აპარატის თსუ-ში განთავსება ხელს შეუწყობს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიზნის რეალიზაციას - კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მემორანდუმს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ მოაწერეს ხელი.

 

Date: 10/06/2022

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

 

Date: 26/11/2020

სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დოკუმენტის საძიებო სისტემას დაემატა ახალი ველი - "დოკუმენტის თემა", რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ იხილოთ თემატურად დალაგებული სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი. აღნიშნული ველი კიდევ უფრო გაამარტივებს ძებნის ფუნქციას.

Date: 14/08/2020
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 2020 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (იხ. ბმული https://matsne.gov.ge/ka/document/view/4962987)რომელიც ჩაანაცვლებს 1994 წელს მიღებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს.
მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღების შედეგად,  სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდებაკანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებიერთი მხრივსაწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებსხოლომეორე მხრივმარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.
კანონის ამგვარი მიდგომით მხარეები შეძლებენუკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობებიხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზარათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმირომელიც დღეისათვის ხელს უშლისერთი მხრივამ ურთიერთობის მონაწილეებს დამეორე მხრივსასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაშიამასთანგაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა.
კანონის პროექტი გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის. საკითხით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს პროექტის თაობაზე არსებული მოსაზრება მაცნეს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს. ასევე, საკანონმდებლო მაცნეს ფორუმზე გახსნილია ახალი სამსჯელო თემა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტზე (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/node/4686000)
Date: 27/09/2019

ორი დოკუმენტის შედარების ფუნქციონალი შესაძლებლობას იძლევა მოძებნო ცვლილებები კონსოლიდირებულ პუბლიკაციებს შორის ფერადი მონიშვნის მეშვეობით.
ფუნქციონალის გამოსაყენებლად დოკუმენტის მარცხენა მხარეს მდებარე სამუშაო დაფიდან აირჩიეთ ცვლილებების დათვალიერების ღილაკი, შემდეგ მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ორი სხვადასხვა რედაქცია და ნახეთ რა შეიცვალა ნორმატიული აქტის ტექსტში.
მწვანე ფორმატირებით მონიშნულია ნორმატიულ აქტში დამატებული ტექსტი, ხოლო წითლით ის, რაც ამოღებულია.
გამოიყენეთ ორი დოკუმენტის შედარების ფუნქციონალი და დაზოგეთ თქვენი სამუშაო დრო!

 

Date: 23/04/2019

19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება. 
მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ. 
პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. 
მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას. 
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. 
"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ.

Date: 17/01/2019

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდს დაემატა ახალი ფუნქციონალები, რომლებიც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ვებგვერდზე მუშაობას. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, მუდმივი განვითარების პროცესში!