დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2015 - 29/07/2019)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან, მის კონტროლს და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები: ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ: ა.ა.ა) მას აქვს კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი ბანკზე; ან ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე; ან ა.ა.გ) ის არის ბანკის ან მისი მშობელი საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი. ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე: ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან); ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო (ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო); ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები; ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო; ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას; ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს; ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი; ა.ბ.თ) საწარმო, ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც, უწევს ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას. ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია - რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა ბანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის: ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა; ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა; ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება; ბ.დ) იჯარა; ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება; ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები; ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით); ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება; ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით; ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული); ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით; ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა; ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა. გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. დ) კონტროლი - გარემოება, როცა ინვესტორს აქვს რისკის პოზიცია ან მოთხოვნა ცვალებად შემოსავლებზე საწარმოდან და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გავლენა მოახდინოს აღნიშნულ მიღებულ შემოსავლებზე. ე) უფლებამოსილება - გარემოება, როცა ინვესტორს არსებული უფლებები შესაძლებლობას აძლევს, მართოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავლებზე. ვ) ერთობლივი კონტროლი - შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ერთობლივი კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობებზე გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას. ზ) ერთობლივი საწარმო - საწარმო, სადაც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილებსაც. თ) ასოცირებული საწარმო - საწარმო, რომელზეც ინვესტორს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ასოცირებული საწარმოები მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილებსაც. ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ წარმოადგენს ამ პოლიტიკების კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს. კ) მშობელი საწარმო (სათაო ორგანიზაცია) - საწარმო, რომელიც აკონტოლებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს (შვილობილს). ლ) შვილობილი საწარმო - საწარმო, რომელსაც აკონტროლებს სხვა საწარმო (მშობელი/სათავო საწარმო); მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის: მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან; მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას. მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას. ნ) ჯგუფი - მშობელი და შვილობილი საწარმოები; ო) რისკის პოზიცია - აქტივი ან გარესაბალანსო ელემენტი, რაც მოიცავს მხარის მიმართ ბანკის მოთხოვნას (სესხები, დეპოზიტები, სავალო ინსტრუმენტები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში და სხვ.), პოტენციურ მოთხოვნას (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება და სხვ.) და პირობით ვალდებულებას (კრედიტის მახასიათებლების მქონე თუ არ მქონე გარანტიები მხარის სასარგებლოდ და სხვ). პ) ბანკის ადმინისტრატორი - კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები. ასეთ პირებს მიეკუთვნებიან ის თანამშრომლები, რომელთაც მათზე დელეგირებული უფლებამოსილებებისა თუ ფუნქციების ფარგლებში ბანკის სახელით შეუძლიათ მატერიალური გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად. ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მიერ საქმიანობის ან ტრანზაქციის ისეთი ფორმით/გზით განხორციელება, რომლის შედეგადაც ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების არიდება ან შემსუბუქება. |
მუხლი 3.
ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები |
|
მუხლი 4.
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება |
ა) დებულების მიზნები და ამოცანები; ბ) დებულების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) ტერმინთა განმარტება; დ) დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების დეტალური პროცედურა; ე) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების სახეები, რომლებსაც კონტროლს უწევს ბანკი; ვ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანალიზის პროცესი სხვადასხვა ფუნქციების პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტირების მოთხოვნების დეტალური აღწერით; ზ) ნებადართული უზრუნველყოფის სახეები და ლიმიტები; თ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცესი; მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასამტკიცებელი ტრანზაქციები და სხვა სტრუქტურებზე დელეგირებული უფლებამოსილებების ლიმიტები; ი) დაკავშირებულ მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროცედურები და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; კ) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ჩამოწერის პროცედურა; ლ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები ცალკეული ტრანზაქციების მიხედვით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით; მ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების სისტემა და გამჟღავნების/გამჭვირვალობის პოლიტიკა; ნ) დებულების დარღვევისათვის ბანკის მიერ დაწესებული სანქციები.
|
მუხლი 5.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება |
ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 1%-ს შორის მინიმუმს. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის მიზნებისათვის მოკლევადიანი რისკის პოზიციების შექმნა იმ ჯგუფის წევრი საწარმოების მიმართ, რომელსაც მიეკუთვნება ბანკი, საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. ასეთი ლიმიტები უნდა აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს 10 სამუშაო დღის ვადაში; ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ს შორის მინიმუმს; გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარს; დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
|
მუხლი 6.
დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები |
|
მუხლი 7.
ლიმიტები ტრანზაქციებზე |
|
მუხლი 8.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება |
|
მუხლი 9.
უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები |
|
მუხლი 10.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები |
ა) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პირის დაკავშირებულ მხარედ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ბ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ. გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ადმინისტრატორთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ. დ) მოსთხოვოს ბანკს პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესება ინტერესთა კონფლიქტის მართვის გაუმჯობესების მიზნით. ე) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვოს ბანკს ჩაატაროს რისკის შემცველი კონკრეტული ტრანზაქციების გარე აუდიტი ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენისა და ამ დებულებასთან შესაბამისობის დაზუსტების მიზნით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს ბანკის გარე აუდიტორთან ამდებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესში. გარე აუდიტის მხრიდან ბანკისათვის აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ბანკი. ვ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნის საზედამხედველო კაპიტალიდან სრულად ან ნაწილობრივ დაქვითვა თუ აღნიშნული რისკის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით წარმოადგენს მაღალი რისკის მატარებელს. ზ) გადაჭარბებული რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში ბანკს აუკრძალოს დაკავშირებულ მხარეებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან რაიმე სახის პრემიის ან ჯილდოს სახით გაცემა. თ) მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული ზომები საზედამხედველო არბიტრაჟის გამომჟღავნებისას, რაც უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას. ი) ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოთხოვოს იმ თანამშრომლის გათავისუფლება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება და თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას.
|
მუხლი 11.
ჯარიმები და სანქციები |
ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯარიმებსა და სანქციებს ბანკისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ. |
მუხლი 12.
გარდამავალი ხასიათის დებულებები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები