ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016549
4
25/02/2026
ვებგვერდი, 02/03/2026
010250050.35.113.016549
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 25 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის

გეგმა


თავი I
მუნიციპალიტეტის  ზოგადი  დახასიათება  და  საგანგებო  მართვის ორგანიზება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება

1.1. შესავალი

წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი , რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია , საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა , საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს , მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას , მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას . შესაბამისად , მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები , მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნით .

1.2. გეგმის მიზანი

გეგმის მიზანია :

საგანგებო სიტუაციებისაგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება ;

ადგილობრივ დონეზე , საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის , მათზე მზადყოფნის , ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში , რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება ;

საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით , მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელ ი ღონისძიებების , მათი მოცულობის , განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა ;

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით , მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში , სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა ;

ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული , კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა .

 1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულიასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონისა დასამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად .

საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ  №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს . ამავე დროს  მუნიციპალიტეტის მერია , არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან .

1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები :

·    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის , სახანძრო -სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი ;

·   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ;

·   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე .

·   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ;

·   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ;

·    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ;

·   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ;

აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი .

1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე . მისი ფართობი შეადგენს 643,07 კმ 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია შავმიწა -ალუვიური და ეწერმიწა ნიადაგები . მუნიციპალიტეტის გორაკ -ბორცვიან ზოლში გავრცელებულია წითელმიწა ნიადაგები . მდინარეების , ნატანებისა და ბჟუჟის ტერასებზე განვითარებულია ალუვიური მეორადი წარმოშობის წითელმიწა ნიადაგები , ხოლო ზღვისპირა ზოლში ჭაობიანი ეწერ -ლებიანი ნიადაგები .

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არის 30 ტერიტორიულ -ადმინისტრაციული ერთეული - 76 განსახლების ადგილით . აქედან 1 ქალაქია , 5 დაბა , 24 თემი ,

ტერიტორიულ -ადმინისტრაციული ერთეული :

1.  . ოზურგეთი ,

2.   დაბა ლაითური ,

3.  დაბა ნარუჯა ,

4.  დაბა ნასაკირალი ,

5.  დაბა ურეკი ( ურეკი , წვერმაღალა ),

6.  დაბა გომის მთა ,

7.  ასკანა (ასკანა , ეწერი , მზიანი ),

8.  ბაილეთი (ბაილეთი , ჭანიეთური , ახალსოფელი ),

9.   ბახვი (ბახვი , ქვედა ბახვი და მშვიდობაური ),

10.   ბოხვაური (ბოხვაური, ჭალა ),

11.   გურიანთა (გურიანთა , ციხისფერდი ),

12.  დვაბზუ (დვაბზუ გაღმა , დვაბზუ ),

13.ვაკიჯვარი (ვაკიჯვარი , ფამფალეთი ),

14.  თხინვალი ,

15.  კონჭკათი (კონჭკათი , განთიადი ),

16.  ლიხაური (ლიხაური , კვაჭალათი , ვაშტიალი , ნიაბაური , აჭი ),

17.  მერია (მერია , ნაღობილევი , ხვარბეთი , ჭახვათა ),

18.  მელექედური ,

19.  მთისპირი (მთისპირი , ოქროს ქედი , ვანის ქედი , უკანავა ),

20.  მაკვანეთი (მაკვანეთი და გოგიეთი ),

21.  ნაგომარი (ნაგომარი , ჟანაური , მაღალი ეწერი , შუაისნარი ),

22.  ნატანები (ზემო ნატანები , ქვემო ნატანები , შეკვეთილი ),

23.  სოფელი ოზურგეთი ,

24.  სილაური ,

25.შემოქმედი (კვირიკეთი , წითელმთა , შემოქმედი , გონებისკარი , გომი ),

26.  ცხემლისხიდი (ცხემლისხიდი , უჩხუბი , ბაღდათი ),

27.   ძიმითი (ზემო ძიმითი და ქვემო ძიმითი ),

28.   ჭანიეთი (ჭანიეთი , ქაქუთი ),

29.  ჯუმათი (იანეთი , ბოგილი , ჯუმათი , ძირი ჯუმათი ),

30.   შრომა (შრომა , მოცნარი , ხრიალეთი , ვაკე , ზედუბანი და ორმეთი ).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფართობი 643,07 კმ 2-ია , რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის (69 700 კმ 2) 0,9 %-ია , ხოლო გურიის რეგიონის ტერიტორიის 22 %- შეადგენს . ქალაქ ოზურგეთის ფართობი 22,11კმ 2-ია, სასოფლო -სამეურნეო სავარგულებს ტერიტორიის 270 კმ 2 უკავია . მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის , ქუჩების და შიდა საუბნო გზების სიგრძე შეადგენს 1407.8 კმ - , . . ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე შეადგენს 247.8 კმ - . ასფალტირებული გზების საერთო სიგრძე შეადგენს 241,7კმ - , ბეტონის საფრიანი გზების საერთო სიგრძე შეადგენს 57კმ - , გრუნტოვანი გზის საერთო სიგრძე შეადგენს 1108,8 კმ - . ( . . . ოზურგეთში ქუჩების სავალი ნაწილის საერთო სიგრძე შეადგენს 75 კმ - , . . ასფალტირებული გზების საერთო სიგრძე შეადგებს 63,8 კმ - .) ქალაქ ი ოზურგეთი წარმოადგენს გურიის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს , რომელიც დედაქალაქ თბილისიდან დაშორებულია 325 კმ -ით , ბათუმიდან 60 კმ -ით , ფოთიდან 45 კმ -ით , ქუთაისიდან 90 კმ -ით

მანძილი . ოზურგეთის ცენტრიდან ბათუმის პორტამდე 49,6 კმ -ია , ბათუმის აეროპორტამდე 57,5 კმ , ბათუმის სარკინიგზო სადგურამდე 51,5 კმ . მანძილი ფოთის პორტამდე 49 კმ -ია , ქუთაისის აეროპორტამდე მანძილი 68,1 კმ -ია . . ოზურგეთის ცენტრიდან ქალაქ თბილისის აეროპორტამდე მანძილი 329 კმ -ია , თბილისის სარკინიგზო სადგურამდე 312 კმ . მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან 20 კილომეტრის სიგრძის მანძილზე შავი ზღვა აკრავს .

დემოგრაფია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლისათვის შეადგენდა 63,3-ს, აქედან ქალი 50,4 %-ია , კაცი - 49,6 %, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობა შეადგენს 58,3 ათას კაცს , რაც მთლიანად რეგიონის მოსახლეობის 56 %-ია . მათგან მუნიციპალიტეტში ქალაქად მცხოვრებთა რაოდენობა 23,5 %-ია , ხოლო 76.5 % კი ნაწილდება სასოფლო დასახლებებზე . მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის აღწერის მაჩვენებელთან შედარებით 2023 წლის 1 იანვრისთვის დაახლოებით 6 %-ით შემცირდა .

მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ 2-ზე 85,7 კაცია .

მდინარეები  – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები .

ბახვისწყალი , მდინარე გურიაში , ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე , სუფსის მარცხენა შენაკადი . ოზურგეთში სიგრძე 35კმ-ია,  აუზის ფართობი 156 კმ 2. იერთებს 90-ზე მეტ პატარა შენაკადს , რომელთა საერთო სიგრძეა 127 კმ . საზრდოობს წვიმის , თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით . წყალდიდობა გაზაფხულზე იცის (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში ), წყალმცირობა - ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვისტოში ). საშუალო წლიური ხარჯი 6,18 3/წმ . სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო -დასავლეთ კალთაზე , სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს . ზღვის დონიდან 2585 -ზე ჩამოუდის კურორტ ბახმაროს . ბახვისწყლის ნაპირებზე არის სოფლები უკანავა , ვანისქედი , მთისპირი , ოქროსქედი , მშვიდობაური , ფამფალეთი , ზედა ბახვი .

ბჟუჟი   მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში , ნატანების მარცხენა შენაკადი . სიგრძე 32,5 კმ , საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,3 3/წმ , ბჟუჟის მთავარი შენაკადებია კოლოვა და აჭისწყალი . სათავე აქვს ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე . ჩამოუდის კურორტ გომისმთას . ბჟუჟი გაივლის სოფლებში : გომი , გონებისკარი , წითელმთა , შემოქმედი , კვირიკეთი , ქვემო მაკვანეთი . ქალაქ ოზურგეთში ბჟუჟს უერთდება აჭისწყალი და ორი მცირე მდინარე . სოფელ გურიანთასთან ერთვის მდინარე ნატანებს .

ნატანები   (მოგროსი ) – მდინარე გურიის მხარეში . სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე , ზღვის დონიდან 2548 -ზე მწვერვალ საყორნიასთან , სოფელ შეკვეთილთან ერთვის შავ ზღვას , სიგრძე 60 კმ , აუზის ფართობი 657 კმ .2 საზრდოობს წვიმის , თოვლისა და მიწისქვეშა წყლით . წყალდიდობა იცის გაზაფხულზე , წყალმცირობა - ივლის -აგვისტოში , წყალმოვარდნამთელი წლის განმავლობაში . საშუალო წლიური ხარჯი 33,5 3/წმ . იყენებენ წისქვილებისთვის და სარწყავად . მნიშვნელოვანი შენაკადებია ბჟუჟი და ჩოლოქი .

სუფსა   მდინარე დასავლეთ საქართველოში , სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთან , ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე . ერთვის შავ ზღვას სოფელ წყალწმინდასთან . სიგრძე ოზურგეთში 71 კილომეტრი , აუზის ფართობი 1130 კვ .კმ . მთავარი შენაკადებია გუბაზეული , ბახვისწყალი , ბარამიძისწყალი , შუთი . სუფსა ერთადერთი მდინარეა , რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება . გურიის ქედით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან , ხოლო ნასაკირალის სერით მდინარე ნატანების ხეობისაგან . სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური . შავ ზღვას ერთვის სოფელ წყალწმინდასთან .

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა ) მოცემულია №2 დანართში , ხოლო მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის №3 დანართში .

1.6 მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ - კონსტრუქციული აღწერა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს . ოზურგეთში კოსტავას . №1-ში , იგი განთავსებულია სამსართულიან კაპიტალურ შენობაში , რომელსაც გარე პერიმეტრზე გააჩნია ორი ერთეული ცენტრალური შესასვლელი მინის კარი და ოთხი ერთეული სათადარიგო კარი , რომელთაგან ერთი არის ალუმინის ჩარჩოში ჩასმული , ხოლო სამი რკინისაა .

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი ფოიე , გურიის დელეგატის ბიუროს ოთახი , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმის წარმოების და არქივის განყოფილება , სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განყოფილება , შიდა აუდიტორის სამსახური ,შიდა აუდიტის განყოფილება , მონიტორინგის და შეფასების განყოფილებაჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური , ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება .
შენობის მეორე სართულზე განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მისაღები , მერის და ვიცემერის სამუშაო ოთახები , მერის მოადგილეების სამუშაო ოთახებიოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღები , საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების სამუშაო ოთახები , საკრებულოს წევრების სამუშაო ოთახები , სხდომათა დარბაზი , საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება , მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ,ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური , ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება ,სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვის განყოფილება , ტრანსპორტის განყოფილება , საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური , საბიუჯეტო განყოფილება , სახაზინო და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება , შესყიდვების განყოფილება .

შენობის მესამე სართულზე განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის  – გუბერნატორის მისაღები , გუბერნატორის და პირველი მოადგილის სამუშაო ოთახები , გუბერნატორის მოადგილეების სამუშაო ოთახები , გუბერნატორის აპარატის სამუშაო ოთახები , სამართლებრივი უზრუნველყოფის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილება , ეკონომიკური განვითარების სამსახური , ქონების მართვის განყოფილება , საინვესტიციო პროექტების განყოფილება .


სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია შენობის შიგნით არსებული ორი ძირითადი და ერთი სათადარიგო კიბით .

ობიექტს წინა, მარჯვენა და უკანა მხრიდან ესაზღვრება საავტომობილო გზები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ოზურგეთის დაცვის პოლიციის სამსახურის შენობიდან დაშორებულია დაახლოებით 800 მეტრით.

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 225 ადამიანი . შენობაში ფუნქციონირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია , პარლამენტის წევრის (დელეგატი ) ბიურო , ( )პი - სივრცითი ტერიტორიის დაგეგმარების ცენტრი , სსიპ  – სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო , სს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (სამეგრელო -ზემო სვანეთი , რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო ).

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური , სასიცოცხლო და სტრატეგიული ობიექტების რაოდენობები და სხვა დეტალური ინფორმაცია მითითებულია გეგმის დანართი №2-ში .

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო ქსელის  (გაზი , ელექტროენერგია და წყალი ) რუკები მოცემულია გეგმის დანართ №10-ში .

1.7 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომშიშტაბი ) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე .

 შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყონებლივ . შტაბის შეკრების მიზანია :

მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს : სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა , დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები , მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას . შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით . თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას , შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე . შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის , სახანძრო -სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართელოს უფროსი  ან მისგან უფლებამოსილი პირი . შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით . შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით .

 შტაბის ძირითადი ამოცანებია :

  ) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში . მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი ;

  ) მართვის პუნქტების მზადყოფნის , შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის , მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება -განაწილების ორგანიზება ;

) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება ;

) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა , შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება ;

) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან , სამხედრო ნაწილებსა  და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში , ხოლო საჭიროების შემთხვევაშიგადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით ;

) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება ;

) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება ;

) მოსახლეობის ევაკუაციის , ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების , საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება ;

) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე , საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში ;

) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება .

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია -მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ  1-ში .

 შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია - მოვალეობები :

ცხრილი 1

 

ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია

თანამდებობის პირი (სახელი , გვარი ), რომელთანაც ყოველდღიური მუშობის რეჟიმში შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია

შტაბის წევრის ფუნქცია -მოვალეობა /საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი

1

შტაბის უფროსი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის , სახანძრო -სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №1

2

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ -ტექნიკური მომარაგების დარგში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №2

3

შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაიონული სამმართველოს უფროსი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №3

4

შტაბის წევრი

. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

იხ . დანართი  №4,

პუნქტი №4

5

შტაბის წევრი

. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

იხ . დანართი №4,

პუნქტი №5

6

შტაბის წევრი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური

იხ . დანართი №4,

პუნქტი  №6

7

შტაბის წევრი

მერის მოადგილე

იხ . დანართი №4,

პუნქტი №7

8

შტაბის წევრი

ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №8

პუნქტი №10

პუნქტი №12

9

შტაბის წევრი

ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №9

10

შტაბის წევრი

საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური

იხ . დანართი №4,

პუნქტი №11

11

შტაბის წევრი

(დამხმარე )

( )იპ  –  ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №11

12

შტაბის წევრი

(დამხმარე )

საქართველოს წითელი ჯვრის . ოზურგეთის ფილიალი

იხ . დანართი №4,

პუნქტი №1

პუნქტი №2

პუნქტი №6

პუნქტი №7

პუნქტი №11

 

1.8. მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული გაფრთხილების სისტემის აღწერილობა :

1.8.1. ადრეული გაფრთხილების სისტემა ითვალისწინებს მოსახლეობისათვის მოკლეტექსტური შეტყობინებების დაგზავნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით , შპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია “, სსენერგო -პროჯორჯია “, შპსსოკარ ჯორჯია გაზიდა ( )იპ  –მუნიციპალური მომსახურეობის ცენტრი .

1.8.2. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა .

შტაბის წევრების შეტყობინება და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი  №5 და დანართი  №6 -ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემების მიხედვით .

1.8.3მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება სოციალური ქსელებით , ადგილობრივი ტელემაუწყებლობისა და პრესის საშუალებებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით .

1.8.4. შეტყობინების დუბლირება ხდება პოლიციის საპატრულო მანქანებისა და ( )იპ  – ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის სატრანსპორტო საშუალებების ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის (მეგაფონის ) საშუალებით .

1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები , მათი ტექნიკა -აღჭურვილობა

სახანძრო -სამაშველო ტექნიკა -აღჭურვილობის , ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა წარმოდგენილია დანართი  №7-ში . ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რეაგირებისათვის გამიზნული ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართი  №8-ში . საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანიზაციები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ  №9- ში .


თავი II
მუნიციპალიტეტის  რისკების  შეფასება

მუხლი 2. რისკების  შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხეების  ანალიზი    

ა) საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენი: „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისათვის“.

2.2.   მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:

ა)  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის განისაზღვრა შემდეგი საფრთხეები:  ხანძარი შენობაში და მიწისძვრა.

2.3.  საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.

2.3.1.  რისკის შეფასების დრო:  11 .03.2025             

2025 წლის 15  მარტს რისკის შეფასების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.  სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები.

2.3.2.  რისკის შეფასების მეთოდოლოგია:

სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 5-ქულიანი სისტემებით შეფასებულ იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები 2 და 3. მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური  მოვლენებისა და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.

2.3.3   რისკის შეფასების შედეგები და აღწერა

ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:                

ცხრილი 2

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

რისკის ქულა

1

მეწყერი

5

4

20

2

წყალდიდობა

4

3

12

3

დიდთოვლობა

3

3

9

4

ქარიშხალი

4

2

8

 

ბ)   ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:

ცხრილი 3

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

რისკის ქულა

ხანძარი

4

5

20

მიწისძვრა

3

4

12

 

 


თავი III
რისკების  აღწერილობა / სცენარი

მუხლი 3. რისკების  აღწერილობა / სცენარი
3.1. დანართებში მოცემულია სცენარები და თითოეული სცენარისათვის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.
  •  დანართი №12 – მეწყერი სცენარი;
  •  დანართი №13 – წყალდიდობა სცენარი;
  •  დანართი №14 – დიდთოვლობა სცენარი;
  •  დანართი №15 – ქარიშხალი სცენარი.

ასევე, დანართებში მოცემულია მერიის შენობაში გამოვლენილი შიდა საფრთხეებით გამოწვეული  რისკის განვითარების სცენარი და  სცენარისათვის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №16 – ხანძარი მერიის შენობაში

დანართი №17 – მიწისძვრა (მერიის შენობა)

3.2  ევაკუაცია:

მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკები დანართი 12.1 - 13.1 ). მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი №11 ).

3.3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.


თავი IV
გეგმის დანართები

მუხლი 4. გეგმის დანართები
გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:

ცხრილი 4

დან.

N

დანართის დასახელება

1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

2

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები

3

მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით

4

შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები

5

საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა

6

მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა

7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი

8

სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი

9

დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი

10

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ენერგო და საკომუნიკაციო ქსელების რუკები

11

მერიის შენობიდან ევაკუაციის სქემები

12

მეწყერი სცენარი

12. 1

რუკა – მეწყერი

12. 2

გეოლოგიური ბიულეტენი

13

წყალდიდობა სცენარი

13. 1

რუკა – წყალდიდობა

14

დიდთოვლობა სცენარი

15

ქარიშხალი სცენარი

16

ხანძარი მერიის შენობაში

17

მიწისძვრა მერიის შენობაში