დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6155-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.016709 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
მუხლი 1. კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
2. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;
ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;
ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;
თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს;
ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
5. ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე:
ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;
ბ) რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ს, გადამუშავება ს ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;
გ) რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას .
6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი (შემდგომ – ოჯახური წარმოების სუბიექტი).
7. ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული, ამ სუბიექტთან დაკავშირებული დებულებები.
ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;
ა1) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი გადამუშავებული პროდუქტი, ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, რომელიც მიიღება სასურსათო დანიშნულების ცხოველისგან;
ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას;
გ) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;
დ) ბიოწარმოება – მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით;
ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი − ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
ვ) პირველადი პროდუქტი − ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე (მათ შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად;
ზ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი (საკვებდანამატის ჩათვლით);
თ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ი) მცენარეული პროდუქტი − მცენარეული წარმოშობის სურსათი, აგრეთვე მცენარეული წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც, თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა მავნე ორგანიზმების გაჩენისა და გავრცელების რისკს ქმნიდეს;
კ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი);
კ1) სასურსათო დანიშნულების ცხოველი − სურსათის წარმოების/სურსათად გამოყენების მიზნით გაზრდილი, მოშენებული, შენახული, მონადირებული, დაკლული ან შეგროვებული ცხოველი;
ლ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;
მ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია − ცხოველისათვის ან/და ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა;
ნ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;
ო) მცენარე − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით);
პ) სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ჟ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი;
რ) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;
ს) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს;
ტ) გადამუშავება − ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია);
უ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა, დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, დაიფქვა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა;
ფ) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად;
ქ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება;
ღ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები − ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს;
ყ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;
შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით;
ჩ) აღიარება − რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება;
ც) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;
ძ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, აგრეთვე პირველადი წარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეთოდების გამოყენებით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით;
წ) მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება;
ჭ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ხ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ჯ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი − ნაკვეთის ან ნაგებობის ერთეული ან ამ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც იმართება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად;
ჯ1) საცალო ვაჭრობა − სურსათის დამუშავება, გადამუშავება ან/და სურსათთან დაკავშირებული სხვა ქმედება და სურსათის რეალიზაციის ადგილზე შენახვა ან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება. საცალო ვაჭრობა მოიცავს სადისტრიბუციო ტერმინალებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, ორგანიზაციებში არსებულ კვების ობიექტებს, რესტორნებს, მაღაზიებს (მათ შორის, საბითუმო მაღაზიებს), სუპერმარკეტების სადისტრიბუციო ცენტრებს და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევ ობიექტებს;
ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური პროდუქტის, მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;
ჰ1) საცალო ვაჭრობის პუნქტი − ობიექტი, სადაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება;
ჰ2) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებს, ვეტერინარულ პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს;
ჰ3) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს;
ჰ 4) რისკი − ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზემოქმედებისას მისი გავლენის ალბათობა და სიმძიმე;
ჰ5) ვეტერინარი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ 6) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი ან სერტიფიკატი;
[ ჰ 5 ) ვეტერინარი − პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ჰ 6 ) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)]
ჰ7) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
ჰ8) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;
ჰ 9) ეტიკეტი − სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ პროდუქტთან, მცენარეულ პროდუქტთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე, დაფასოებაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;
ჰ10) შეუსაბამობა − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ჰ11) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;
ჰ12) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება, აგრეთვე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;
ჰ13) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;
ჰ14) დასნებოვნებული კერა – ზონა, რომელშიც დადასტურებულია გადამდები დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა;
ჰ15) ეპიზოოტია – დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება;
ჰ16) გადამდები დაავადება – ცხოველის ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს გადაედება;
ჰ17) ზოონოზური დაავადება – ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;
ჰ18) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაავადებების არარსებობა;
ჰ19) კრიზისული მდგომარეობა − ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს, ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს;
ჰ20) ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად;
ჰ21) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;
ჰ22) ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ23) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ24) პესტიციდი − ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული პროდუქტებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;
ჰ25) აგროქიმიკატი – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასუქი ან/და ქიმიური მელიორანტი. ეს ტერმინი ვრცელდება ტორფზე, თუ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის სასუქის სახით გამოიყენება;
ჰ26) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც იყო ან არის დაავადებული ცხოველი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;
ჰ27) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მათი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად;
ჰ28) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადამდები დაავადებების გამოსავლენად ან/და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ჰ29) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად;
ჰ 30) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი − მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი, სხვა მასალა ან/და არეალი, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება, განსაკუთრებით − საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში;
ჰ31) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფართო არეალზე სწრაფი გავრცელებით, ცხოველთა მაღალი ავადობით ან სიკვდილიანობით;
ჰ32) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო;
ჰ33) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა;
ჰ34) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელიც მოცემული ზონისათვის არ არის საკარანტინო მავნე ორგანიზმი;
ჰ35) ტვირთი − მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;
ჰ36) სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება − „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნივთიერება;
ჰ37) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა;
ჰ 38) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) (შემდგომ − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) − ცხოველის სხეული ან ცხოველის სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;
ჰ 39) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.
ჰ 40) განკარგვა − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება, გამოყენება ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ 41) მცენარეთა დაცვა − სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სხვა მცენარეთა მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მართვა, რომლის მიზანია მათი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილება და რომელიც მოიცავს: მცენარეთა კარანტინის ღონისძიებებს, მათი ინვაზიური და მიგრაციული სახეობების მონიტორინგსა და კონტროლს, მავნებლების ინტეგრირებულ მართვასა და ექსტენციას, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციასა და კონტროლს;
ჰ42) სპირტიანი სასმელი − ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი, განსაზღვრული ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მქონე ალკოჰოლური სასმელი, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 15%-ია;
ჰ43) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი − სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისგან მიღებული უფერო, გამჭვირვალე პროდუქტი, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 96,0%-ია;
ჰ44) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი − სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნედლეულის სპირტული დუღილის/ფერმენტაციის პროდუქტის (პროდუქტების) შემდგომი დისტილაციით მიღებული ალკოჰოლური სითხე, რომელსაც არ აქვს უშუალოდ ეთილის სპირტის ან სპირტიანი სასმლის (სასმელების) თვისებები, თუმცა შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;
ჰ45) რეფერენტული გამოცდა − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორიის მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს;
ჰ46) აუდიტი − სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მასთან დაკავშირებული შედეგები განსახორციელებელ გეგმებს, ეფექტიანად განხორციელდა თუ არა ეს გეგმები და რამდენად შესაფერისია ისინი დასახული მიზნების მისაღწევად.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპებია:
ა) რისკის ანალიზი;
ბ) პრევენცია;
გ) გამჭვირვალობა;
დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:
ა) რისკის შეფასება;
ბ) რისკის კომუნიკაცია;
გ) რისკის მართვა.
3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია:
ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა;
ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;
დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა;
ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას;
ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
1. რისკის შეფასება მოიცავს ოთხ საფეხურს:
ა) საფრთხის იდენტიფიცირებას;
ბ) საფრთხის აღწერა-დახასიათებას;
გ) საფრთხის ზეგავლენის შეფასებას;
დ) რისკის დახასიათებას.
2. რისკის შეფასება ეფუძნება ხელმისაწვდომ, მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს.
3. რისკის შეფასება ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.
რისკის კომუნიკაცია არის რისკის ანალიზის პროცესში საფრთხის, რისკის, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციისა და დასკვნების დროული და შეუფერხებელი გაცვლა რისკის შემფასებლებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, მომხმარებლებსა და ბიზნესოპერატორებს შორის.
1. რისკის მართვა არის რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის მიზანია, რისკის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ალტერნატივის შერჩევის საშუალებით რისკის პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი ზომების შერჩევა.
2. რისკის შესამცირებლად, აღმოსაფხვრელად და პრევენციისათვის მიღებული ზომები ეფექტიანი, ობიექტური და რისკის პროპორციული უნდა იყოს.
1. განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად დასაბუთება, შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს გონივრულ ვადაში, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.
მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი
1. რისკის შეფასების, რისკის მართვის ზომების შემუშავებისა და განხილვის პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. რისკის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათიდან, მასშტაბიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზეგავლენის და საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.
მუხლი 101. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპი
1. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.
2. ამ კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.
4. უნდა აღიკვეთოს ან/და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა სხვა ქმედება, რომლებსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.
5. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ადგენს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ბიზნესოპერატორის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესაბამისობას.
6. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ოპერატიულად რეაგირებს იმ შეტყობინებაზე, რომელიც შემტყობინებელი პირისა და შეტყობინებით გათვალისწინებული ინფორმაციის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
თავი III. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები
1. ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება.
3. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ:
ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია;
დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;
ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;
ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.
5. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო.
6. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
7. სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვისათვის/აკრძალვისათვის ან ბაზრიდან მისი ამოღებისათვის, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიუხედავად, უვნებელი არ არის.
მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები
1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის.
2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.
3. ცხოველის საკვები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ მიიჩნევა, თუ:
ა) ეს საკვები რისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას;
ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4. თუ ცხოველის საკვები არ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის.
მუხლი 121. ვეტერინარული მოთხოვნები
1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.
2. ვეტერინარული მოთხოვნებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება;
გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა;
დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება;
ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი;
თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მუხლი 122. მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
1. ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან.
2. მცენარე, მცენარეული პროდუქტი, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი დაცული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებით.
3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება;
ბ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება.
მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება
1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.“;
11. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
2. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.
3. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია:
ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც:
ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას;
ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას;
ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;
ა.დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და პირველად წარმოებას;
ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტემპერატურის კონტროლს;
ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას;
ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად;
ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
გ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
5. აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.
6. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას.
მუხლი 17. მიკვლევადობას მოთხოვნები
1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ.
3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.
2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებია:
ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;
ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა იმ ეტაპზე/ეტაპებზე, როდესაც აუცილებელია განხორციელდეს კონტროლი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად ან სათანადო დონემდე შესამცირებლად;
გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შემცირების მიზნით;
დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება;
ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება;
ვ) პროცედურების შემუშავება ამ ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების რეგულარულად შესამოწმებლად;
ზ) ამ ნაწილის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შესახებ ჩანაწერების წარმოება.
3. სურსათში, სურსათის წარმოების ნებისმიერ ეტაპსა და პროცესში რაიმე ცვლილებისას ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემაში.
4. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა არ არის სავალდებულო იმ ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც პირველად წარმოებას ახორციელებს.
5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისა და გადამუშავების სახეები, რომელთათვისაც სავალდებულოა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კოდექსით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით.
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.
4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.
მუხლი 181. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში
1. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.
3. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.
4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.
მუხლი 182. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში
1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) განახორციელოს გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;
ბ) ცხოველის დაკვლა მისი დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით;
გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;
ე) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა;
ვ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
ი) არ დაუშვას დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილება, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება აგრეთვე ოჯახური წარმოების სუბიექტზე.
3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;
ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტის გადაადგილება და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.
5. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) დაცული უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატის ხარისხთან/უსაფრთხოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
51. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, იგი ვალდებულია საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად.
52. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მითითების შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად.
53. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.
6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 183. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები მცენარის დაცვის სფეროში
1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მცენარისა და მცენარეული პროდუქტის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია:
ა) დაიცვას მცენარე, მცენარეული პროდუქტი, აგრეთვე მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;
ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე და გარემოზე;
გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;
დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
ვ) აწარმოოს მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილზე მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული დაცვითი ღონისძიებების და გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების აღრიცხვა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.
თავი III2. ვეტერინარული საქმიანობა
მუხლი 184. ვეტერინარული საქმიანობის რეგულირება
1. ვეტერინარული საქმიანობა არის რეგულირებადი პროფესია.
2. რეგულირებადი პროფესიებია:
ა) ვეტერინარი;
ბ) ვეტერინარი ტექნიკოსი.
თავი IV. სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო კონტროლს (მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება) − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;
დ) საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) რისკის ანალიზის ორგანიზება;
ვ) რეგულირებადი პროფესიების − ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის რეგულირება;
ზ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ეროვნული რეფერენსლაბორატორიების განსაზღვრა, რომლებიც ატარებენ რეფერენტულ გამოცდას.
სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის მოთხოვნების (მათ შორის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა კვებასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის, კვლევისა და კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება, რეკომენდაციებისა და წესების შემუშავება დაავადებათა პრევენციის, ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით;
დ) ზოონოზური დაავადებისა და სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR-2005) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 211. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
1. სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარულ სახელმწიფო კონტროლს და ფიტოსანიტარიულ სახელმწიფო კონტროლს.
2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 212. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში:
ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ა.დ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;
ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;
ა.ვ) საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის ნატურალური მინერალური, წყაროს და სუფრის წყლის კატეგორიების მინიჭება;
ბ) ვეტერინარიის სფეროში:
ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;
ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;
ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება;
ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა;
ბ.ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;
ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ.ლ) საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შემუშავება;
[ ბ.ლ) იმ ქვეყნების სიის შემუშავება, საიდანაც ცხოველების, ცხოველური პროდუქტებისა და ცხოველის საკვების იმპორტი დაშვებულია; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;
ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) მცენარეთა დაცვის სფეროში:
გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;
გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;
გ.ე) მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მავნე ორგანიზმის გამოვლენა და მისი დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა;
გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება;
გ.ზ) მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;
გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;
გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე;
გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება;
გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება;
დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება;
ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება;
ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება;
მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა;
ნ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 221. სააგენტოს ურთიერთობა მუნიციპალიტეტის ორგანოებთან
სააგენტოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპია საქართველოს ორგანული კანონიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს:
ა) მცენარეთა კარანტინის და ვეტერინარული კარანტინის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისთვის კარანტინის ან სხვა შეზღუდვის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისას სამსახური ახორციელებს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს;
ბ) ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს;
გ) ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს .
მუხლი 24. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა
1. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ.
2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად;
გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა. დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების, შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებსა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 241. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების ეტაპებზე განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი შემდეგი ფორმებით:
ა) მონიტორინგი;
ბ) დოკუმენტური შემოწმება;
გ) ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარება;
დ) შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა.
თავი V. სახელმწიფო კონტროლის სახეები და მისი განხორციელების მექანიზმები
მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები
სახელმწიფო კონტროლის სახეებია:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი − ქმედება, რომელიც ხორციელდება:
ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ა.ბ) მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ბ) ვეტერინარული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი − ქმედება, რომელიც ხორციელდება მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:
ა) ინსპექტირება;
ბ) მონიტორინგი;
გ) ზედამხედველობა;
დ) დოკუმენტური შემოწმება;
ე) ნიმუშის აღება;
ვ) აუდიტი.
2. სააგენტომ შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირება მოახდინოს ერთ ან ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, თუ:
ა) არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ;
ბ) მაკონტროლებელი ორგანო არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით.
3. მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ.
მუხლი 261. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს:
ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;
გ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებას.
2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) წინა წლებში მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები;
გ) გარემოს დაბინძურების შემთხვევები;
დ) მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები;
ე) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წლებში განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი.
3. მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება:
ა) რისკის შეფასებისათვის სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის, ქიმიური დამაბინძურებლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მასში ფიზიკური საფრთხის არსებობის შესწავლა ნიმუშის აღებით და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებით;
ბ) ეტიკეტის, სურსათის/ცხოველის საკვების წარდგენისა და შენახვის პირობების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
დ) დოკუმენტური შემოწმება.
4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:
ა) სურსათის განადგურებაზე;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე;
გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.
5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.
8. აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს:
ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა.
მუხლი 262. ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება:
ა) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს:
ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის შესაფასებლად;
ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად ცხოველის იდენტიფიკაცია − ცხოველის რეგისტრაციის, მისი სადგომის/დროებითი სადგომის, ვეტერინარული სამსახურის საქმიანობისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება.
2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად. მონიტორინგი მოიცავს:
ა) რისკის შესაფასებლად სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას;
ბ) ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღებას;
გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას;
დ) ცხოველის საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას.
3. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:
ა) ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე;
ბ) საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაზე;
გ) გადამდები დაავადებებისა და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;
დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე;
ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვაზე;
ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე;
ზ) ცხოველის საკვების განადგურებაზე;
თ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.
4. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.
8. აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი ცხოველის დაკვლის შემდგომი ცხოველური პროდუქტის შემოწმების პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს:
ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა.
მუხლი 263. ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში:
ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას;
ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას;
გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას;
დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.
2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.
3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად. მონიტორინგი მოიცავს:
ა) მავნე ორგანიზმის განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისი გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ;
ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშების აღებას;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და ტყის კვლევას მავნე ორგანიზმის გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს:
ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირების და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებით მავნე ორგანიზმის არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვების და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება:
ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ტყეზე დაკვირვება;
ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემების შეგროვება და გამოკითხვა;
ა.გ) ნიმუშის აღება;
ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;
ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.
5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.
მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში
1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას.
3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს:
ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;
ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;
გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
თავი XI. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია
მუხლი 48. ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია
1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, შემოტანა, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3 . ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:
ა) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული პრეპარატის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულმა სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისმა ვეტერინარული პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე;
ბ) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანას.
მუხლი 49. პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია
1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, შემოტანა, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება :
ა) ექსპერიმენტული კვლევისათვის;
ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;
გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
დ ) რეექსპორტისათვის;
ე ) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის;
ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;
ზ) თუ ეს არის შუალედური ვეტერინარული პრეპარატი ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული;
თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.
თავი XII. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
მუხლი 51. საგანგებო ზომები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად
თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკს შეიცავს და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, სააგენტო ვალდებულია, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს შემდეგი ზომები:
ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით:
ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;
ა.ბ) მოსახლეობას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;
ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო ზომები;
ბ) იმპორტირებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით:
ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტი ექსპორტიორი ქვეყნიდან ან მისი რომელიმე ნაწილიდან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ტრანზიტის ქვეყნიდან;
ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, მის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებით რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო დროებითი ზომები.
მუხლი 52. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
1. სააგენტო შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.
4. კრიზისული მდგომარეობის დროს იქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი, რომლის მუშაობაში, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციების გაწევისათვის მონაწილეობენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
5. კრიზისის მართვის ჯგუფს ევალება, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია და განახორციელოს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიკაცია, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკების აღმოფხვრა, შემცირება და თავიდან აცილება.
6. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია დახმარებისათვის მიმართოს ნებისმიერ პირს, რომლის ცოდნა და გამოცდილება საჭირო იქნება კრიზისის ეფექტიანად რეგულირებისათვის.
თავი XIII. ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი
მუხლი 53. ვეტერინარული კარანტინი
1. ვეტერინარული კარანტინი წესდება საკარანტინო დაავადების გაჩენის შემთხვევაში მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით .
2. ვეტერინარული კარანტინი ცხადდება საკარანტინო დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში .
3. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილი ცხოველთა საკარანტინო დაავადება, დაუყოვნებლივ წესდება იძულებითი კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი საკარანტინო ვადით.
4. პროფილაქტიკური კარანტინის ვადა იმპორტირებული ცხოველისათვის არის არა უმეტეს 30 დღე, ხოლო საექსპორტო ცხოველისათვის − არა უმეტეს 21 დღე, თუ იმპორტიორი ქვეყნის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. პროფილაქტიკური კარანტინის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ( I S PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა.
3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე.
მუხლი 55. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა
1. საკარანტინო მავნე ორგანიზმისა და გადამდები დაავადების აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია საკარანტინო ზონად ცხადდება.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3. საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე.
2. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.
3. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს.
4. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს, ექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება გაუსნებოვნებას), ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.
5. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ასევე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახური ან სააგენტო გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 571. ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოთხოვნები
1. ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. აღნიშნული ექსპორტისთვის სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე − შესაბამისობის სერტიფიკატს.
2. საქართველოში იმპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანი ცხოველი, შემოსატანი მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. საქართველოდან რეექსპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღები ქვეყნის მიერ სხვა რამ მოითხოვება.
კარი III. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი
თავი XIV. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი და მოქმედების პრინციპები
მუხლი 58. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის მიზანია უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.
2. უფლებამოსილ პირთა ცალკეული კატეგორიისათვის, ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესის დაცვით, შეიძლება მოქმედებდეს ქცევის სპეციალური წესი.
3. სააგენტოს და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველყონ უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის ხელმისაწვდომობა და გაცნობა მათდამი დაქვემდებარებული უფლებამოსილი პირებისათვის.
4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას ქცევის ზოგადი წესი.
მუხლი 59. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები
1. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტე რესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგად დასკვნების, შეფასებების, რეკომენდაციების ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა;
გ) სანდოობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენცია ლუ რობა, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელმაც შეიძლება შელა ხოს ბი ზ ნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავ ში რე ბუ ლი რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპ რო ფე სი ული მიზნებისათვის გამოყენება ან უკანონოდ გავ რცელება;
ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. ბიზნესოპერატორთან მისი ურთიერთობა სამართლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, რაც ბიზნესოპერატორის მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია.
მუხლი 60. უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა
1. უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;
დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას;
ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალეობების შესრულებისას, სათანადო ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.
3. უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.
2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.
4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავშირებით უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა დასვას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
1. უფლებამოსილი პირი დაინტერესებული მხარეებისაგან დამოუკიდებელია პროფესიულ საქმიანობაში , შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში .
2. უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონდეს ნათესაური კავშირი ან სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ბიზნესოპერატორთან, რომლის კონტროლსაც ახორციელებს. მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს და ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.
3. უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ი გადაწყვეტილებ ის დამოუკიდებლობა სა და მიუკერძოებლობაზე.
მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებსაც ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება.
4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6. სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
7. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
8. ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
1. ამ თავით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ფოსტით ეგზავნება ან პირადად ჰბარდება.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირს საჯარიმო ქვითარი დაჯარიმების ადგილზე ან რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით, იმავე მისამართზე ეგზავნება.
3. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.
4. ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
1. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
2. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
5. კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული, სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან, განადგურებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
6. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8. მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს ამ სურსათის ან პროდუქტების ნამდვილ ბუნებაზე, შემადგენლობაზე, თვისებებზე ან სხვა მახასიათებლებზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნას, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
10. ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
11. ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 67. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება
1. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას.
ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
მუხლი 69. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის
1. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
6. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში სააგენტოსთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
9. დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10. პროფილაქტიკური კარანტინის წესის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ:
ა) იმპორტის შემთხვევაში ცხოველის კარანტინში განუთავსებლობა ან/და კარანტინში განთავსების ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში კარანტინში განთავსებული ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ცხოველის სადგომიდან გამოყვანა ან სადგომში სხვა ცხოველის შეყვანა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;
გ) პროფილაქტიკური კარანტინის წესის სხვა მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
1. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ან/და ბაზარზე განთავსება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
4. ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამომყენებელი ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ საქმიანობის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
7. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ ვადაგასული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების გამოყენება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
1. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ცხოველის შესაბამისი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 72. პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
9. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
10. მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 73. სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა
სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 74. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XVI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 75. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.
3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს:
ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება;
ბ) (ამოღებულია - 17.04.2014, №2285).
31. (ამოღებულია - 24.06.2016, №5568).
3 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან და მეორეულ პროდუქტთან, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;
ბ) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან.
33. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2022 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს:
ა.ა) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი;
ა.ბ) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი;
ბ) 2023 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს:
ბ.ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები;
ბ.ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები.
4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.
5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2020 წლის 1 იანვრამდე;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2019 წლის 1 იანვრამდე.
7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 741 მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე.
8. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების ევროკავშირის (EC) No 1333/2008 რეგულაციასთან შესაბამისობა.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს ეროვნული რეფერენსლაბორატორიების შერჩევის კრიტერიუმები.
საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.
მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30);
ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 635);
გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 450);
დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12).
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში.
3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.
41. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და 11 ნაწილების მოთხოვნები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.
5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6155- Iს
დოკუმენტის კომენტარები